ბავშვის რთულ დეზადაპტაციურ ქცევას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (Attention Deficit Hiperactivity Disorder - ADHD), მართვის (ქცევის) აშლილობა (conduct disorder), ოპოზიტურ-დევიაციური ქცევა (ODD), პოსტ-ტრავმატული სტრესის სინდრომი (PTSD) და ა.შ.
რთული ქცევის მქონე ბავშვების გამოვლენას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი, მიზეზების დადგენა და შემდეგ სწორი, ადეკვატური საკორექციო მუშაობის დაგეგმვა.
ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა ბავშვის რთული, თავისებური ქცევის გამოსავლენად მეთოდური სისტემის შექმნა, რომელიც წინაპირობა გახდებოდა ამ ბავშვებთან სარეაბილიტაციო მუშაობის დაგეგმვისა.
გამოკვლევის მეთოდები. სახლსა და სკოლაში ბავშვის ქცევის თავისებურების გამოსავლენად, გამოვიყენოთ კონერსის კითხვარები, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის. კეით კონერსის (Keith Conners) მიერ ქცევის შეფასების სკალა 1969 წელს შეიქმნა და ფართო გავრცელება მოიპოვა. სკალების გამოყენებამ საშუალება მისცა მკვლევარს დაყრდნობოდა არა მარტო კლინიკურ შთაბეჭდილებას, არამედ ობიექტურად და ზუსტად შეეფასებინა ბავშვის ქცევა, ანუ იძლეოდა საშუალებას ქცევის სტრუქტურული-რაოდენობრივი შეფასების საშუალების. კონერსის კითხვარები დღესაც ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში, ტეილორისა და ახენბახის სკოლებთან ერთად.
კონერსის კითხვარი მასწავლებელთათვის (STQS) შედგება 28 დებულებისგან, რომლებშიც ასახულია ბავშვის ქცევის სხვადასხვა ასპექტი. კითხვარში რამდენიმე ფაქტორია გამოყენებული:
ეს სკალა ძირითადად აფასებს მართვის სიძნელეებსა და სკოლაში დაუჯერებლობის პრობლემებს.
დებულებების შეფასება გამოვლინების ინტენსიობის შესაბამისად ხდება 0-დან 3 ქულამდე. ყოველი ფაქტორის კითხვათა ქულები ჯამდება და იყოფა დებულებების რაოდენობაზე.
კონერსის კითხვარი მშობელთათვის (SPQS) მასწავლებლის კითხვარის მსგავსადაა შედგენილი და გამოიყოფს ქცევის შემდეგ ფაქტორებს:
კითხვარი შეიცავს 48 დებულებას. გამოვლენის ინტენსივობის შესაბამისად, შეფასებაც 0-დან 3 ქულამდე. ყოველი ფაქტორის ქულები ასევე ჯამდება და იყოფება ამ ფაქტორის დებულებების რაოდენობაზე.