ბავშვის შეუსაბამო ქცევა, წარუმატებლობა სწავლაში და რთული სოციალური ურთიერთობები რიგ შემთხვევაში, განპირობებულია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომით (Attention Deficit Hiperactivity Disorder, ADHD). ეს სინდრომი მნიშვნელოვან ხელისშემშლელ როლს თამაშობს ბავშვის ცხოვრების ყველა სფეროში.
პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულია სინდრომის მქონე ბავშვის რთული ინეტერპერსონალური ურთიერთობები და პიროვნული სიძნელეები, პირველ რიგში დაბალი თვითშეფასება.
ჩვენი გამოკვლევის მიზანს წარმოადგენდა დეზაპტაციური ქცევის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვების დამოკიდებულების, ინტერპერსონალური ურთიერთობისა და პიროვნული თავისებურების შესწავლა.
ექსპერიმენტის დაგეგმვა
I ეტაპი, საკვლევი და საკონტროლო ჯგუფის ბავშვების დამოკიდებულებისა და პიროვნული თავისებურების კვლევა.
II ეტაპი, ჩვენს მიერ შემუშავებელი სისტემური მიდგომის საშუალებით საკვლევი ჯგუფიდან ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვების გამოვლენა და მათი დამოკიდებულების, ურთიერთობისა და პიროვნული თავისებურების შესწავლა.
გამოსაკვლევი პირები
საკვლევ ჯგუფს წარმოადგენდნენ ის ბავშვები, რომლებიც გამოვლინდნენ მასწავლებლების მიერ კონერსის კითხვარის მონაცემთა დამუშავების შემდეგ (კითხვარი ასახავს ბავშვების ქცევის სხვადასხვა ასპექტებს და რთული, თავისებური ქცევის მქონე ბავშვების გამოვლენის საშუალებას იძლევა). 1043 ბავშვიდან, საკვლევი ჯგუფი შეადგინა 133 ბავშვმა (82 ვაჟი და 51 გოგონა).
საკველევი ჯგუფის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჩატარდა კლინიკური ანალიზი და მონაცემთა ინტერპრეტაცია, რის საფუძველზეც საკვლევი ჯგუფიდან (133 ბავშვი) გამოიყო ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვები, 26 ბავშვი (20 ვაჟი და 6 გოგონა).
საკონტროლო ჯგუფში იყო 40 ბავშვი (22 ვაჟი და 18 გოგონა).
გამოკვლევის შედეგები დავამუშავეთ კომპიუტერული სტატისტიკური პაკეტის SPSS საშუალებით.
სტატისტიკური განსაზღვრების შესაფასებლად ჯგუფებს შორის, ჩავატარეთ უნივარიანტული ანალიზი ANOVA, დამოუკიდებელ ცვლადად ყველა პარამეტრის გამოყენებით.
მეთოდები
ბავშვის დამოკიდებულების გამოსაკვლევად გამოვიყენეთ შემდეგი მეთოდები: