მედიცინა

მ. შაქარაშვილი, ა. ჭანიშვილი

Helicobacter pylori თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს

თანამედროვე გასტროენტეროლოგიის პრობლემა უპირველეს ყოვლისა თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დააავადების მატების ტენდენციას და მისი რაციონალური მკურნალობის მეთოდის შერჩევას უკავშირდება. Hელიცობაცტერ პყლორი-ს (HP) მიმართ ინტერესის ზრდა დაკავშირებულია მისი კუჭის ანტრალური ნაწილის ხშირი ინფიცირებით გასტროენტეროლოგიური პროფილის ავადმყოფებში, მათ შორის განსაკუთრებული სიხშირით ქრონიკული გასტრიტისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში. ამიტომ HP მეცნიერული კვლევა და ეფექტური მკურნალობის მეთოდების შერჩევა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ დავისახეთ მიზნად შეგვესწავლა HP ინფიცირების სიხშირე თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს და ჰიპერბარული ოქსიგენაციის (ჰბო) და დე-ნოლის ზემოქმედება წყლულოვანი დაავადების მიმდინარეობასა და შედეგზე.

გამოკვლევა ემყარება შპს "სამკურნალო კომბინატის" 146 ავადმყოფის კვლევით მიღებულ მონაცემთა ანალიზს. მათ შორის 82 იყო მამაკაცი, 64 ქალი. პაციენტების ასაკი მერყეობდა 16-77 წლის ფარგლებში. კლინიკურ-ენდოსკოპური დიაგნოსტიკის მიხედვით 124 პაციენტს გამოუვლინდა დუოდენალური ლოკალიზაციის წყლულოვანი დაავადება, 22 – ეროზიული დუოდენიტი. ბიოფსიური მასალის აღება ხდებოდა კუჭის პილოროანტრალურ ნაწილში წყლულიდან 1 სმ მანძილზე. HP ვერიფიკაცია ხდებოდა კულტივირებით, ბაქტერიოსკოპიით, მორფოლოგიური კვლევის და ურეაზული ტესტის საშუალებით. ავადმყოფებს უტარდებოდათ ერთმომენტიანი პH და პჩლ მეტრია. ჰიპერბარული ოქსიგენაციის სეანსებს ვატარებდით ОКА-МТ ტიპის ბაროკამერაში რეჟიმით 1,8-2,0 ატა, 45 წუთი; მკურნალობის კურსი შეადგენდა 8-12 სეანსს.მიღებული შედეგების ანალიზმა გვიჩვენა რომ 124 შემთხვევიდან HP გამოვლინდა 93 შემთხვევაში (75%), ეროზიული დუოდენიტის 22 შემთხვევიდან 9 შემთხვევაში (40,9%).

მიღებული მონაცემებით HP სქესის მიმართებაში თვალსაჩინო დამოკიდებულება არ გამოვლინდა. HP ინფიცირების 102 შემთხვევიდან მამაკაცი იყო 60, ქალი 40, არაიდენტიფიცირებული 44 შემთხვევიდან მამაკაცი 30, ქალი 14.

რაც შეეხება ასაკს გამოვლინდა, რომ 35-70 ასაკის ფარგლებში HP ინფიცირების სიხშირე თითქმის სამჯერ აღემატებოდა ამ ინფექციის არაიდენციფიცირებულ შემთხვევებს ამავე ასაკობრივ ჯგუფში, შესაბამისად 82 (73,9%) და 29 (26,2%) შემთხვევებში (პ<0,05).

კუჭის მჟავიანობის მდგომარეობასთან HP კავშირი არ აღინიშნა მაშინ, როდესაც პH-მეტრული კვლევის შედეგების მიხედვით ანტრუმ გამანეიტრალებელი ფუნქციის დარღვევა, HP არსებობის შემთხვევებში 3,5 მეტი სიხშირით აღინიშნა HP დამოუკიდებელ შემთხვევებთან შედარებით. ამ დამოკიდებულებამ გარკვეული ასახვა ჰპოვა კუჭის ანტრალური ნაწილის ფუნქციონალურ-მორფოლოგიურ მდგომარეობაზე, რითაც დადგინდა მნიშვნელოვანი გასტროდუოდენოსტაზის 75,9%-ში და ენდოსკოპურად გამოვლინებული ეროზიების, ან მხოლოდ ატროფიის სახით ღრმა გასტრიტული ცვლილებების 79,8% სიხშირე HP ინფიცირების დროს (პ<0,05).კუჭის ანტრალურ ნაწილში ღრმა მორფოლოგიული დაზიანების შემთხვევებში ეროზიებისა და ატროფიის სახით HP არსებობა გაცილებით მეტი სიხშირით გამოვლინდა, რამაც შეადგინა 104-დან 83 შემთხვევა (79,8%), რეფლუქსური და ექსუდაციური გასტრიტის 42 შემთხვევაში 19 (45,2%) შეადგინა, გასტროდუოდენოსტაზის 108 შემთხვევიდან 82 პაციენტს (75,9%) გამოუვლინდა HP მხოლოდ 24%, 26 ავადმყოფს აღენიშნებოდა გასტროდუოდენოსტაზი HP არ არსებობის დროს (პ<0,05).

შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, რომ ეპიტელიზაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია HP მკურნალობის შედეგებზე. განსაკუთრებით ეფექტური ამ თვალსაზრისით აღმოჩნდა დე-ნოლის და ჰბო-ს კომპლექსური გამოყენება, კერძოდ 88 ავადმყოფს მკურნალობის შემდეგ საკონტროლო კვლევის 74 შემთხვევაში (84,1%) HP აღარ გამოუვლინდა. დე-ნოლით მკურნალობის შემდეგ 35-დან 32-ს, ჰბო სეანსების შემდეგ 35 დან – 30-ს, დე-ნოლის და ჰბო 21-დან 19-ს.

HP ინფიცირების დროს აღინიშნებოდა, წყლულის ხშირი რეციდივისადმი მიდრეკილება.

ჩატარებული მკურნალობის შემდეგ საკონტროლო კლინიკური ინსტრუმენტული კვლევით კუჭის ანტრალური ნაწილის ფუნქციონალურ-მორფოლოგიური ცვლილების დადებითი დინამიკა HP ერადიკაციის შემთხვევებს უკავშირდებოდა და უფრო თვალსაჩინო იყო გაურთულებული წყლულის დროს. წარმოდგენილი მონაცემები მოწმობენ რომ სტაბილური რემისიის სიხშირემ 20,6%-ით მოიმატა ((პ<0,05), თუმცა 19,1% დაავადების მიმდინარეობა ხშირი რეციდივებით ხასიათდებოდა. HP ერადიკაციის ერადიკაციის შემდეგ აღინიშნებოდა კუჭის ანტრალური ნაწილის ფუნქციონალურ-მორფოლოგიური ცვლილებების დადებითი დინამიკაც, რომელიც უფრო თვალსაჩინო იყო ეროზიული დუოდენიტის და გაურთულებული წყლულის შემთხვევებში.

ამრიგად, დუოდენალური ლოკალიზაციის დაავადების HP თანდართულ შემთხვევებში აღინიშნება ეპიტელიზაციის გახანგრძლივება, ხშირი რეციდივისადმი მიდრეკილება, მჟავა-გამანეიტრალებელი ფუნქციის უკმარისობა, გასტროდუოდენალური ზონის მოტორული აქტივობის დაქვეითება და ღრმა მორფოლოგიური ცვლილება. კონსერვატიული მკურნალობის ეფექტური მეთოდია პრეპარატ დე-ნოლის გამოყენება ჰბო-ს სეანსებთან კომპლექსში.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი