ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

თ. გასვიანი

ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოსადმი XXს-ის დასაწყისსა და 1990-92 წლებში

საქართველოს პოლიტიკურ წრეებს დღეს, ისე როგორც 1918-1921 წლებში, კარგად ესმით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი სახელმწიფოს მხარდაჭერას, როგორიცაა აშშ და მასთან დიპლომატიურ ურთიერთობას. თუმცა ამერიკელებზე ამას ვერ ვიტყვით, რადგან სულ სხვა დამოკიდებულება ჰქონდათ მათ საქართველოსთან მიმართებაში 1918-1921 წლებში და სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ მათ დღეს ჩვენი ქვეყნის მიმართ.

1918-1921 წლებში საქართველოს იმდროინდელი ხელმძღვანელობა ცდილობდა საერთაშორისო აღიარება მოეპოვებინა. 1918 წლს 26 მაისს საქართველოს რესპუბლიკამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

აშშ უარს ამბობდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებლის ფრენკ ლ. პოლკის მიერ დიდ ბრიტანეთში ამერიკის ელჩის პეიჯისადმი 1918 წლის 31 ივლისს მიწერილ წერილში ვკითხულობთ: "24 ივნისს ჟურნალ "ლე ჟენევაში" გამოქვეყნებული დოქტორ კიულმანის სიტყვით თუ ვიმსჯელებთ, გერმანიის მთავრობამ სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. დოქტორ კიულმანის განცხადება, თურქეთის პრესის ტონი და სხვა ფაქტები მიუთითებენ, რომ ცენტრალურმა სახელმწიფოებმა მოახერხეს მთლიანად თავიანთი ხელისუფლების ქვეშ მოექციათ საქართველო. ამ წერილიდან ჩანს, რომ აშშ თვალყურს ადევნებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და არცთუ ისე ცუდად ერკვეოდა მასში.

1918 წლის დეკებერში ბათუმში ჩამოვიდა აშშ-ის მისია ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯედსონის მეთაურობით. აქ იგი შეხვდა და ესაუბრა ბათუმში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს დ. თოფურიძეს. საუბრის დროს ჯედსონი შეეხო საქართველოსადმი აშშ-ის დახმარების საკითხს და მიუთითა, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს თხოვნით უნდა მიემართა ამერიკის მთავრობისათვის.

1918 წლის თებერვალში აშშ-ის უმაღლესი კომისრის პოსტი კონსტანტინეპოლში დაიკავა ადმირალმა მარკ ლამბერ ბრისტოლმა. იმავე წლის ზაფხულში იგი იყო ბაქოში, თბილისსა და ბათუმში. ბრისტოლი საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის წინააღმდეგი იყო.

1920 წლის 10 თებერვალს საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციების თავმჯდომარეებმა მიმართეს წერილით აშშ-ის ელჩს პარიზში. ამ მიმართვაში ნათქვამია: "ამიერკავკასიის ორი რესპუბლიკა, კერძოდ, საქართველო და აზერბაიჯანი საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და იაპონიისაგან ცნობილნი იქნენ "დე ფაქტოდ" როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები...

აშშ-ის ფედერალური მთავრობისათვის კარგად იყო ცნობილი ამიერკავკასიის ხალხების უდიდესი სურვილი დაემყარებინათ მტკიცე და მეგობრული კავშირი ამერიკელ ხალხთან". როგორც ამ წერილიდან ჩანს საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები გამოთქვამენ სინანულს იმის გამო, რომ აშშ არ იყო იმ სახელმწიფოთა შორის, რომლებმაც ცნეს საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა.

...

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი