|
|
|
ახალი ვერსია 2003 წლის 23-30 ნოემბერი გვ18
21 ნოემბერი – ”ოქროს ჯაჭვს” პოლიციაც შეუერთდა
ამ კითხვას პასუხი ჯერ კიდევ 21 ნოემბერს გაეცა, როდესაც დასავლეთ საქართველოდან ავტომანქანებით წამოსულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ანუ ”ოქროს ჯაჭვს” პოლიციამ გზა დაუთმო და მანიფესტანტები დედაქალაქში უსისხლოდ შემოუშვა. იმ ღამეს სამარშრუტო ტაქსებში, მაღაზიებში თუ ხალხმრავალ ადგილებში პოლიციის ხალხისკენ შემობრუნებაზე ალაპარაკდნენ.
ქეთევან ერისთავი, თბილისელი ქალბატონი: ”ვაკის პოლიციის უბნის ინსპექტორი შემოვიდა მაღაზიაში და ყვებოდა, თუ როგორ შემოუშვეს მომიტინგეები თბილისში. მათ ბრძანება ჰქონდათ, მომიტინგეებისთვის გზა გადაეკეტათ, მაგრამ ამ პოლიციელს ხერხისთვის მიუმართავს: გაუყვენია ერთერთი მომიტინგე და ჩუმად უთხოვია – გვიბრძანეს, არ შემოგიშვათ, ამას არ გავაკეთებთ, მაგრამ თქვენც მოგვეხმარეთ, პოლოციას მოგვაწექით, თუ გინდათ, გაგვარტყით კიდეც, ხმას არ ამოვიღებთ, გაგეცლებითო...”
იაგო ელერდაშვილი, თბილისელი: ”იმ სარამოს სამარშრუტო ტაქსით დიდუბეში მივდიოდი. გზად პოლიციელი ამოვიდა, რომელიც მძღოლის ნაცნობი აღმოჩნდა და გულმოსულმა მოუყვა – შს სამინისტროდან რესპუბლიკის მოედანზე გამოგვიძახეს იქ უნდა გაგვამწესონ, მაგრამ უფროსმა რომ მითხრას, ვინმეს ესროლეო, გეფიცები პირველი მას დავახლი დავახლი ტყვიას, მაგრამ არა მგონია ეგ გვიბრძანონ...” |