|
საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 5 იანვარი. გვ.2.
კოდორის ხეობაში საარჩევნო პროცესი არ დაწყებულა. ცსკ-ს თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, კოდორის ხეობაში საარჩევნო დოკუმენტაციას ერთ საათში ჩაიტანენ და ხმის მიცემის პროცესი დაიწყება.
როგორც ჭიაბერაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი ესაუბრა კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულს ემზარ კვიციანს, რომლით თქმით, კოდორის ხეობაში მყოფი 1500 ამომრჩეველი ხმის მიცემის პროცესის განხორციელებას ერთ საათში დაიწყებს და აღნიშნული პროცესი არ შეფერხდება, რადგან უკვე დანიშნულია ვერტმფრენის სპეციალური რეისი. |