ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
ადამიანის განვითარების ინდექსი - Human development index
ინდექსი, რომელსაც გაეროს კვლევითი პროგრამა ადამიანის პროგრესის განსაზღვრისათვის იყენებს. ა.გ.ი. სამ ძირითად ელემენტს ეყრდნობა: ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ცხოვრების ღირსეული დონის ცოდნა და სტანდარტები. ა.გ.ი. შედგება შემდეგი მახასიათებლებისაგან: ბავშვთა სიკვდილიანობა, მოზრდილი მოსახლეობის განათლების დონე და ერთ სულ მოსახლეზე რეალური ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მსყიდველობითუნარიანობა. ინდექსის გამოსაყვანად მინიმალური ღირებულება (სიღარიბის ზღვარის მაქსიმალური მაჩვენებელი ერთს უტოლდება) და სასურველი, ანუ ადეკვატური ღირებულება (სიღარიბის არარსებობა ნულის ტოლია) სამივე ელემენტისათვის უნდა დავიანგარიშოთ. მინიმალური და სასურველი ღირებულებანი ათვლის წერტილებია სკალისათვის, რომლის მნიშვნელობები თითოეული მაჩვენებლისათვის ნოლიდან ერთს შეადგენს. ქვეყნის მონაცემების შესაბამის სკალაზე განთავსებისას და სამი სკალის საშუალო მაჩვენებლის მიღებისას, შეიძლება გამოვიანგარიშოთ სიღარიბის საშუალო ინდექსი. შესაბამისად, ერთს გამოკლებული სიღარიბის საშუალო ინდექსი არის ა.გ.ი.