ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
ადამიანის უფლებათა დოკუმენტების ნუსხა - Inventory of human rights instruments
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1988 წელს გამოცემული ადამიანის უფლებათა დოკუმენტების კრებული კონვენციების, დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტების 67 ტექსტს შეიცავს. ეს დოკუმენტები შეიძლება დავყოთ სამ კატეგორიად: F I. ზოგადი და სპეციალური დოკუმენტები; II. გლობალური და რეგიონული დოკუმენტები; III. დოკუმენტები, რომელთაც სავალდებულო იურიდიული ძალა აქვთ, (ხელშეკრულებები) და სხვა დოკუმენტები. საყოველთაოდ ცნობილი გლობალური და რეგიონული დოკუმენტებია: 1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948); 2. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენცია (1966); 3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია (1950); 4. ევროპის სოციალური ქარტია (1961); 5. ადამიანის უფლებათა და მოვალეობათა ამერიკული დეკლარაცია (1948); 6. ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია (1969); 7. ადამიანის და ხალხთა უფლებათა აფრიკული ქარტია (1981); სპეციალური დოკუმენტების კლასიფიცირება შეიძლება შემდეგი კატეგორიების მიხედვით: 1. თვითგამორკვევის უფლება; 2. დისკრიმინაციის თავიდან აცილება; 3. სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, გენოციდის ჩათვლით; 4. მონობა, დამონება, იძულებითი შრომა და სხვა ამგვარი ინსტიტუტები და მათთან ბრძოლის ტაქტიკა; 5. ადამიანის უფლებანი მართლმსაჯულების აღსრულებისას: დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დაცვა; 6. მოქალაქეობა, მოქალაქეობის არმქონე პირის მდგომარეობა, თავშესაფრის უფლება და ლტოლვილები; 7. ინფორმაციის თავისუფლება; 8. შეკრებების თავისუფლება; 9. დასაქმების პოლიტიკა; 10. ქალთა პოლიტიკური უფლებანი; 11. ქორწინება და ოჯახი, ბავშვობა და ყრმობა; 12. სოციალური დაცვა, პროგრესი და განვითარება; 13. კულტურით სარგებლობის უფლება; საერთაშორისო კულტურული განვითარება და თანამშრომლობა. სპეციალური დოკუმენტების მოცულობის და შინაარსის მიხედვით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამ მიზანს. ეს მიზნებია: 1. დისკრიმინაციის ლიკვიდირება; 2. მოწყვლადი პირებისა და ჯგუფების დაცვა; 3. ძალადობის ფართომასშტაბიანი პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლა. იხილე. აგრეთვე: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილი ადამიანის უფლებები ადამიანის უფლებათა დარღვევების კლასიფიკაცია ადამიანის უფლებათა დარღვევების ძირითადი მიზეზები ადამიანის უფლებათა ვერტიკალური მოქმედება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილი ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები ადამიანის უფლებათა ხელშეწყობა და დაცვა ადამიანის უფლებათა ჰორიზონტალური მოქმედება