ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
ადმინისტრაციული დაკავება -Administrative detention ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პიროვნების დაკავება ან ინტერნირება ბრალდების წარდგენის, ან დამოუკიდებელი სასამართლო ორგანოს გარეშე. ხშირად ამ ქმედებებს თან ახლავს ადამიანის უფლებათა დარღვევები. ადმინისტრაციული დაკავება საკმაოდ ხშირად გამოიყენება ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ისეთშიც, საკუთარ თავს დემოკრატიულს რომ უწოდებს. დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და უმცირესობათა დაცვის გაეროს ქვეკომისიის მონაცემებით ადმინისტრაციული დაკავების ძირითადი მიზნებია: 1. თავიდან აცილება ან ჩახშობა სერიოზული არეულობისა, რომელმაც შეიძლება დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი და საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უშიშროებას; 2. საიმიგრაციო კონტროლი, უცხოელთა გასახლება და მათი პოლიტიკური მოღვაწეობის ზედამხედველობა; 3. დისციპლინური ზომები; 4. სამედიცინო და სოციალური ზომები (ნარკომანების, სულით ავადმყოფთა წინააღმდეგ და ა.შ.); 5. მავნე სოციალური ორიენტირების წინააღმდეგ მიმართული ზომები; 6. ომის პირობებში მოქალაქეების დასაცავად მიმართული ზომები. გაეროს ქვეკომისიას ასევე მიაჩნია, რომ დაკავება ადმინისტრაციულია, თუ დე-ფაქტო და (ან) დე-იურე ის განხორციელებულია აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს განკარგულებით, ხოლო აღსრულება მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, მაშინაც კი, როცა არსებობს სასამართლო დაცვის შემდგომი საშუალებები. ასეთ შემთხვევებში სასამართლო განიხილავს ასეთი გადაწყვეტილების კანონიერებას და (ან) მის სათანადოდ შესრულებას და არა თავად გადაწყვეტილებას. ა.დ. არ მოიცავს თვითნებურ, ხანგრძლივ დაკავებას სასამართლომდე, ან დაკავებას საპოლიციო უბანში სამართალდამცავი ორგანოების ბრძანებით გამოძიების ჩასატარებლად.