ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
არამართლზომიერი დაპატიმრება - Arbitrary arrest პირადი თავისუფლების აღკვეთა, რომელსაც კანონით დადგენილი ოფიციალური პროცედურების დარღვევით ახორციელებს თანამდებობის პირი, ან სხვა პირი, რაც ცნობილია თანამდებობის პირისათვის და აღნიშნული ქმედება სარგებლობს მისი თანხმობით, ან მოწონებით. ა.დ. გრძელდება მანამ, სანამ დაპატიმრებული არ წარდგება სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე საპროცესო გარანტიების დაცვის პირობებში. ა.დ. შეწყვეტილად ითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც დაპატიმრებული განთავისუფლებულია ყოველგვარი პირობის გარეშე, ან როდესაც მის საქმეს კომპეტენტური და დამოუკიდებელი სასამართლო ორგანო განიხილავს.
იხილე აგრეთვე: ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები, თავისუფლება, სამართლიანი სასამართლო