ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
ავტონომია - Autonomy ამ ცნების ზუსტი მნიშვნელობა თვითმმართველობაა. თვით ცნება ასოცირდება სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის იდეასთან. ტრადიციული საერთაშორისო თეორიით ყოველი სახელმწიფო ავტონომიურად ითვლება, ანუ არ ემორჩილება რომელიმე გარეშე ხელისუფლებას. თანამედროვე პირობებში ამ კონცეფციას შედარებითი ხასიათი აქვს და ა. განიხილება როგორც დამოუკიდებლობის შედარებითი და არა აბსოლუტური ხარისხი, ვინაიდან სახელმწიფოები დღეს გარკვეულწილად ურთიერთდაკავშირებულნი არიან. ა-ს ცნება უკვე აღარ ცვლის სუვერენიტეტის ცნებას. სუვერენიტეტის იდეა ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფოებზე, ხოლო ა-ისა - კი ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის რომელიმე სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ.