ეროვნული ბიბლიოთეკა

სკოლას 

 

სამოქალაქო განათლება

მთავარი

ა

ბ

გ

დ

ე

ვ

ზ

თ

ი

კ

ლ

მ

ნ

ო

პ

ჟ

რ

ს

ტ

უ

ფ

ქ

ღ

ყ

შ

ჩ

ც

ძ

წ

ჭ

ხ

ჯ

ჰ

 

GE

 

ადამიანის უფლებათა ლექსიკონი

განტევების ვაცი - Scapegoating

თავდასხმის (ან თავდაცვის) ფორმა, როდესაც საკუთარი პრობლემები, ან უსიამოვნებანი სხვა რომელიმე ისეთ ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს ბრალდება, რომელთაც არ შეუძლიათ შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევა. “გ.ვ-ის” ძებნა მაშინ იწყება, როდესაც ადამიანთა რომელიმე ჯგუფი გრძნობს ხიფათს, მაგრამ არ შეუძლია მუქარის წყაროს მიმართ რეაგირება. ამიტომ ისინი სხვა, სუსტ, ან საზოგადოების მიერ ათვალისწუნებულ, არაპოპულარულ ჯგუფს იღებენ სამიზნედ.

“გ.ვ-ის” ძებნას ფსიქოლოგიური თვითდამკვიდრების ფუნქციაც აქვს, ვინაიდან შედეგის მიღწევის შემთხვევაში ბადებს საკუთარი უპირატესობის გრძნობას.