ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
გასახლება - Resettlement ემიგრაცია პოლიტიკური მოტივებით. გაძევებულ პირს შეუძლია ოფიციალურად, ან არაოფიციალურად ითხოვოს თავშესაფარი სხვა ქვეყანაში პოლიტიკური, ან რელიგიური მოტივით რეპრესიების დასაბუთებული საფრთხის გამო. ადამიანი ვერ ბრუნდება საკუთარ ქვეყანაში, რადგან იქ მისი სიცოცხლე საფრთხეშია, ან მას აკრძალული აქვს უკან დაბრუნება. გ. სოციალური პროცესია, როდესაც სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პირდაპირი რეპრესიების გამო, როგორიცაა დაბრუნების აკრძალვა, სიცოცხლის, ფიზიკური, ან ფსიქიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა, ადამიანთა მთელი ჯგუფები ტოვებენ საკუთარ ქვეყანას. ადამიანის უფლებათა ეს დარღვევები გასახლებულის ოჯახსაც ეხება, რადგან ოჯახის წევრები მთელი ოჯახის განადგურების საფრთხის შიშით იძულებული არიან დატოვონ ქვეყანა. ის ემიგრანტები, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა პროფესიული (“ინტელექტის გადინება”) ან მატერიალური მიზეზებით (უკეთესი ცხოვრების ძიებაში) გასახლებულად არ ითვლებიან