ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
ჰააგის სამშვიდობო კონფერენციები - Hague peace conferences კონფერენციები 1899 და 1907 წლებში გაიმართა (პირველ კონფერენციაში მონაწილეობდა 26, მეორეში კი 44 ქვეყანა). კონფერენცია ომების დაწყების, მათი წარმოების (მაგალითად, დაკავებულებთან მოქცევის წესები) და შეიარაღების შეზღუდვის საკითხებს ეხებოდა. კონფერენციაზე შეიქმნა მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლო, რომელმაც შეცვალა მისი წინამორბედი მუდმივი საერთაშორისო და საერთაშორისო სასამართლოები. ჰააგის კონვენციებმა სახელმწიფოთა გამოცდილებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე შექმნა ომის წარმოების თანამედროვე წესები. საერთაშორისო დოკუმენტებში დაფიქსირებულ ამ ნორმებსა და სტანდარტებს სავალდებულო ხასიათი აქვთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი უფრო ახალმა ხელშეკრულებებმა შეცვალა (მაგალითად, ჟენევის კონვენციებმა). იხ. აგრეთვე, ინტერნირება; ომის მდგომარეობა ჟენევის კონვენციები