ეროვნული ბიბლიოთეკა

სკოლას 

 

სამოქალაქო განათლება

მთავარი

ა

ბ

გ

დ

ე

ვ

ზ

თ

ი

კ

ლ

მ

ნ

ო

პ

ჟ

რ

ს

ტ

უ

ფ

ქ

ღ

ყ

შ

ჩ

ც

ძ

წ

ჭ

ხ

ჯ

ჰ

 

GE

 

ადამიანის უფლებათა ლექსიკონი

მკვიდრი ხალხები - indigenous peoples

მ.ხ-ს იდენტიფიცირება შეიძლება მოვახდინოთ განსაზღვრულ გეოგრაფიულ რაიონებში შემდეგი მახასიათებლების მიხედვით:

1. მჭიდრო კავშირი წინაპართა ცხოვრების ადგილებთან და ამ რაიონებში არსებულ ბუნებრივ რესურსებთან;
2. თვითიდენტიფიკაცია და აგრეთვე სხვათა მიერ იდენტიფიკაცია, როგორც გარკვეული კულტურული ჯგუფის წევრებისა;
3. მშობლიური ენის არსებობა, რომელიც ხშირად განსხვავდება სახელმწიფო ენისაგან;
4. ტრადიციული სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების არსებობა;
5. ტრადიციულ საშუალებებზე ორიენტირება არსებობის შესანარჩუნებლად.
მ.ხ. ხშირად არ წარმოადგენენ საზოგადოების ძირითად ნაწილს. როგორც წესი, ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ, განავითარონ და მომავალ თაობებს გადასცენ თავისი წინაპრების მიწა-წყალი და ეთნიკური თვითმყოფადობა, რაც საკუთარი არსებობის გაგრძელების საფუძველია.

მ.ხ-ს წარმომადგენელია ის, ვინც თავს მკვიდრ ხალხს აკუთვნებს და ამ ხალხის მიერ საკუთარ წევრადაა აღიარებული.