ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
მონიტორინგი - Monitoring მ. გულისხმობს ინფორმაციის სისტემატურ შეკრებასა და დამუშავებას რომელიმე კონკრეტულ საჭირბოროტო საკითხზე და მიღებული ცოდნის გამოყენებას არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად. ადამიანის უფლებათა მ-ის ობიექტებია: ა. რომელიმე კონკრეტული უფლების დაცვა, მაგალითად, სიტყვის, ან გაერთიანების თავისუფლება რომელსამე ქვეყანაში; ბ. კომპაქტური სპეციფიკური ჯგუფის უფლებათა დაცვის შემოწმება (პატიმრები, ჯარისკაცები, პაციენტები, ეროვნული უმცირესობები), რომლებიც განსაზღვრულ რეგიონში, დაწესებულებაში, ან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ; გ. საქმიანობის ცალკე სახეა სპეციფიკური შემთხვევების შესწავლა, მაგალითად, კიდნეპინგის (ბავშვების მოტაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით), ან მკვლელობების შემთხვევებში, თუ არსებობს ეჭვი, რომ მასში ხელისუფალნი არიან ჩარეულნი, ან როდესაც სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული არიან უდანაშაულო ადამიანები. ასეთი გამოკვლევების ჩატარების პრინციპები ცალკე განხილვის საგანია.
იხილე აგრეთვე: მონიტორინგის ჩასატარებელი ინფორმაციის წყაროების საიმედოობა