ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
მუქარა და ძალის გამოყენება - Threat and use of force გაეროს წესდების მე-2 მუხლის მე-4 პარაგრაფი მუქარასა და ძალის გამოყენებას გაეროს მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგოდ მიიჩნევს. გაეროს ყველა წევრმა სახელმწიფომ საერთაშორისო ურთიერთობებში თავი უნდა შეიკავოს მუქარის, ან ძალის გამოყენებისაგან ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიმართ. სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ ნახევრად სამხედრო, ტერორისტული, ან დამანგრეველი ქმედებებისაგან, მათი დახმარების ან წაქეზებისაგან, უცხო სახელმწიფოებში დაქირავებულთა ქმედებების ჩათვლით. ეს პრინციპი უნივერსალური ხასიათისაა და სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსათვის. გამონაკლისია თავდაცვა, ნებისმიერი საშიშროება Mმშვიდობის წინააღმდეგ, ან აგრესიის აქტები. იხ. აგრეთვე: აგრესია