ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
რელიგიის თავისუფლება - Freedom of religion რ.თ. ადამიანის სულიერ და ზოგჯერ მისტიკურ გამოცდილებას მოიცავს. რ.თ. გულისხმობს ადამიანის უფლებას საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით შეიცვალოს, ან აღიაროს ნებისმიერი რელიგია, ან რწმენა და გამოხატოს ის ღვთისმსახურების, რიტუალურ წეს-ჩვეულებათა დაცვისა და მათი აღსრულების დროს, ერთპიროვნულად ან სხვებთან ერთად, საჯარო თუ კერძო წესით. რ.თ ხშირად ირღვევა რელიგიის აკრძალვით და ერთი რომელიმე რელიგიის (როგორც წესი, სახელმწიფო) აღსარების იძულებით, ან ამ უფლებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებით.
იხილე აგრეთვე: რელიგიური დისკრიმინაცია