ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
რევოლუცია - Revolution მოქმედი კონსტიტუციით აკრძალული მეთოდებით არსებული პოლიტიკური სისტემის რადიკალური შეცვლა, ხელისუფლების სტრუქტურის, უფლებამოსილების, მმართველთა პერსონალური შემადგენლობის ცვლილების გზით. ასეთი მეთოდები თითქმის ყოველთვის გულისხმობს ძალადობას ან მისი განხორციელების მუქარას როგორც პოლიტიკური ელიტის, ისე მოქალაქეების მიმართ. რ. სოციალურ სტრუქტურებში კეთილდღეობათა განაწილების მკვეთრ და მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს. რევოლუციური მოძრაობის მიზნები შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაშინ, როდესაც მეთოდები ნაკლები მრავალფეროვნებით გამოირჩევა (ტერორიზმიდან და პარტიზანული მოძრაობიდან დაწყებული სახელმწიფო გადატრიალებამდე). ეს მოქმედებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცალ-ცალკე, მაგრამ რ-ის მსვლელობისას, უფრო ხშირად, სხვადასხვა მეთოდი ერთდროულად გამოიყენება. რ. უფრო პროცესია, ვიდრე მოვლენა. ის ხშირად იწვევს კონტრრევოლუციას, რომელიც მხარდაჭერას უცხო სახელმწიფოებში ეძებს და ამით სამოქალაქო ომს, ან სამხედრო ინტერვენციას იწვევს. ამ თავალსაზრისით, ეტაპობრივად განხორციელებული რეფორმები ნაკლებად სარისკოა.