ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
საერთაშორისო დანაშაული - International crimes
ს.დ-ის ცნება განსაზღვრულია 1976 წელს საერთაშორისო სამართლებრივი კომისიის მიერ, რომლის მიხედვით:
1. სახელმწიფოთა ქმედება, რომლებიც არღვევენ საერთაშორისო ვალდებულებებს, არამართლზომიერი ქმედებაა, მიუხედავად დარღვეული ვალდებულებების საგნისა; 2. არამართლზომიერი ქმედება საერთაშორისო ურთიერთობებში, რომლის მიზეზი გახდა სახელმწიფოს მიერ მსოფლიო თანამეგობრობის ფუნდამენტური ინტერესების დაცვისათვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულების დარღვევა. ს.დ-ის მიზეზი შეიძლება გახდეს:
ა) საერთაშორისო ვალდებულებათა სერიოზული დარღვევა, როდესაც ეს ვალდებულება მეტად მნიშვნელოვანია საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის;
ბ) საერთაშორისო ვალდებულებათა სერიოზული დარღვევა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხალხთა თვითგამორკვევის უფლების უზრუნველსაყოფად (მაგალითად, კოლონიური რეჟიმის მხარდაჭერა ძალის გამოყენებით);
გ) ადამიანის უფლებათა დასაცავად მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულებების სერიოზული დარღვევა ფართო მასშტაბებით, როგორიცაა: მონობის აკრძალვა, გენოციდი და აპარტეიდი;
დ) გარემოს დასაცავად და შესანარჩუნებლად მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულებების სერიოზული დარღვევა, როგორიცაა: ატმოსფეროს და წყლების მასობრივი დაბინძურების აკრძალვა;
4. ნებისმიერი არამართლზომიერი ქმედება საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელიც არ წარმოადგენს ს.დ-ს, განიხილება როგორც საერთაშორისო სამართალდარღვევა.