ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ჩ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
საგანგებო მდგომარეობა - Public emergency განსაკუთრებული მდგომარეობა, რომლის დროსაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება. ს.მ. ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს სახელმწიფოს მიერ. ერის არსებობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს სხვა ქვეყნის მიერ ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციის, სოციალური მღელვარების, ამბოხების, ან შიდა უთანხმოების სხვა გამოვლინებათა გამო, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ქვეყანაში. ტერმინი ს.მ. 1945 წლიდან იხმარება. მან შეცვალა ტერმინები “ომის მდგომარეობა” და “საალყო მდგომარეობა”. ს.მ-ის ცნება შეზღუდული ხასიათისაა. ის არ მოიცავს სტიქიურ უბედურებებს, რითაც ხელისუფლება ხშირად ამართლებს ადამიანის უფლებათა დაცვის შეზღუდვას ს.მ-ის დროს. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მიხედვით წევრი-სახელმწიფოების მიერ ზოგიერთი ნაკისრი ვალდებულების შეჩერების ზომები შემდეგ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს: 1. უნდა იყოს შექმნილი მდგომარეობის ადეკვატური; 2.. არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის სხვა ვალდებულებებს საერთაშორისო სამართლის წინაშე; 3. არ უნდა იწვევდეს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, ან სოციალური წარმომავლობის მიხედვით, ვინაიდან ადამიანის ზოგიერთი უფლება ხელშეუვალია. იხილე აგრეთვე: ხელშეუვალი უფლებები.