ეროვნული ბიბლიოთეკა

სკოლას 

 

სამოქალაქო განათლება

მთავარი

ა

ბ

გ

დ

ე

ვ

ზ

თ

ი

კ

ლ

მ

ნ

ო

პ

ჟ

რ

ს

ტ

უ

ფ

ქ

ღ

ყ

შ

ჩ

ც

ძ

წ

ჭ

ხ

ჯ

ჰ

 

GE

 

ადამიანის უფლებათა ლექსიკონი

 საკვების უფლება - Right to food

ს.უ-ის სამი შემადგენელი ნაწილია:

1. საკვები ყველასთვის საკმარისი უნდა იყოს. საშუალო სტატისტიკური მამაკაცის მიერ ენერგიის მინიმალური გამოყენება (65კგ., 20-39 წელი) 1800 კალორიით განისაზღვრება; ქალისათვის (55კგ., 20-39წელი) კი _ 1500 კალორიით. შედარებისათვის “საშუალოდ აქტიური” მამაკაცი 3000 კალორიას საჭიროებს, ქალი კი _ 2200-ს;

2. მინიმალური დღიური რაციონის ხარისხი, სულ ცოტა, ჯანმრთელობისათვის სასარგებლო უნდა იყოს. საკვები უნდა შეიცავდეს ვიტამინებსა და მინერალებს;

3. სურსათ-სანოვაგე ხელმისაწვდომი უნდა იყოს გონივრულ ფასებში.
კაცობრიობის ნახევარი მაინც ჯერ კიდევ განიცდის შიმშილს და საკვების უკმარობას. 1980 წელს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მონაცემებით დაავადებათა 80% დაბინძურებული სასმელი წყლითაა გამოწვეული.

იხილე აგრეთვე: შიმშილი და საკვების უკმარობა.,
ეკონომიკური და სოციალური უფლებები