ეროვნული ბიბლიოთეკა

სკოლას 

 

სამოქალაქო განათლება

მთავარი

ა

ბ

გ

დ

ე

ვ

ზ

თ

ი

კ

ლ

მ

ნ

ო

პ

ჟ

რ

ს

ტ

უ

ფ

ქ

ღ

ყ

შ

ჩ

ც

ძ

წ

ჭ

ხ

ჯ

ჰ

 

GE

 

ადამიანის უფლებათა ლექსიკონი
სამხედრო დანაშაული - War crime

ტერმინი გამოიყენება დაპირისპირებული შეიარაღებული ძალების, ან მშვიდობიანი მოქალაქეების მიერ, სამხედრო მოქმედებების დროს, ომის წარმოების კანონებისა და ტრადიციების დარღვევების აღსანიშნავად. რიგმა კონვენციამ (მათ შორისაა 1949 წლის ჟენევის 4 კონვენცია) ომის წარმოების წესებში ჩართეს მუხლები, რომლებიც დანაშაულობათა ფართო წრეს მოიცავს და ბევრი მათგანი “კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს” განეკუთვნება. ომის წარმოების წესები ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ ომის საშინელებათა შესამცირებლად შეიქმნა შემდეგი მიზნებით:

1. მებრძოლთა და დანებებულთა ტანჯვის თავიდან აცილება;

2. მტრის ხელში ჩავარდნილი ადამიანების გარკვეულ ძირითად უფლებათა დაცვა (სამხედრო ტყვეები, დაჭრილები, ავადმყოფები, სამოქალაქო პირები);
3. მშვიდობის აღდგენაში დახმარება;

გაეროს გენერალური ასამბლეის 1968 წლის 19 დეკემბრის 2444-ე რეზოლუციამ, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტების დროს ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, შემდეგი პრინციპები დაამკვიდრა:

1. კონფლიქტში მონაწილე მხარეთა უფლება ზიანი მიაყენონ მოწინააღმდეგეს უსაზღვრო არაა;
2. აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობისათვის დარტყმების მიყენება;
3. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილენი და სამოქალაქო მოსახლეობა ნებისმიერ დროს უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან ამ უკანასკნელის მაქსიმალური დანდობის მიზნით.