ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
სასამართლო დაცვის ეფექტური საშუალება - Effective remedy ყოველ ადამიანს აქვს ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება კომპეტენტურ ეროვნულ სასამართლოში კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. სასამართლო დაცვის საშუალება ამ უფლებების განხორციელების, მისი დარღვევის თავიდან აცილების, ან დარღვევის კომპენსირების საშუალებაა. ის ეფექტურია, თუ სამართლიანი და დროულია და კომპეტენტურ და მიუკერძოებელ მოსამართლეთა მიერ ხორციელდება. ს.დ.ე.ს-ის დოქტრინა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როდესაც საქმე ეხება საჩივრის შეტანას საერთაშორისო ორგანოებში. ასეთი საჩივრის შეტანის წესი შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დაცვის რესურსების ამოწურვას გულისხმობს. თუ ეს პირობა არ შესრულდა, რადგან ხელმისაწვდომი საშუალებები ეფექტური არ არის, საჩივარი მიიღება ამ საფუძველზე.