ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
სასამართლო ხელისუფლება - Judiciary საერთო იურისდიქციის, საკონსტიტუციო, სპეციალური, ადმინისტრაციული სასამართლოები და ტრიბუნალები. ს.ხ. უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. მისი ძირითადი ფუნქციაა სამართლიანი, ღია, მიუდგომელი განხილვის უზრუნველყოფა იმ პირებისათვის, რომელთაც ბრალად ედებათ დანაშაულის ჩადენა (სისხლის სამართლის, ან სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით). უფრო მეტიც, ცალკეულ პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოში როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების აქტები, ისე მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. სასამართლოები განიხილავენ იმ საქმეებსაც, რომლებიც დაპატიმრების მართლზომიერებას ეხება (“ჰაბეას კორპუსი”, “ამპარო”). მათ ევალებათ შეასრულონ ადამიანის უფლებათა ხელშეწყობისა და დაცვის ძირითადი ფუნქცია (თუმცა, ხშირად ამას არ აკეთებენ). იხილე აგრეთვე, სამართლიანი სასამართლო, სასამართლო მკვლელობა