ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
საზოგადო მოღვაწის პოლიტიკური მკვლელობა - Assassination საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პირის, ან პირების წინასწარგანზრახული მკვლელობა, რომელიც განხორციელებულია პოლიტიკური მიზნებით. ისტორიულად, ს.მ.პ.მ-ს რევოლუციონერები ტაქტიკური მიზნით იყენებდნენ, რადგანაც მიაჩნდათ რომ მმართველი ელიტის შეცვლის სხვა გზა არ არსებობს. ტერორისტები ს.მ.პ.მ-ს ოპონენტების თავიდან მოცილებისა და მკვლელობის გამომწვევი მიზეზებისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით მიმართავენ. ტერორისტული ჯგუფების შიგნით ეს მეთოდი რენეგატებისა და მოღალატეების მიმართ გამოიყენება. ამ მეთოდს ასევე უკანონოდ მიმართავს ზოგიერთი სახელმწიფო ორგანო, როგორც კონტრ-ტერორისტულ ტაქტიკას ხელისუფლების ოპონენტთა გასანადგურებლად. იხილე აგრეთვე: პოლიტიკური მკვლელობა