ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
სიკვდილით დასჯა - Capital punishment ადამიანისათვის სიცოცხლის წართმევა კომპეტენტური სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონით გათვალისწინებული სასიკვდილო განაჩენის შესაბამისად. ს.დ-ის თანამედროვე მეთოდებია: ჩამოხრჩობა, ელექტროსკამი, გაზის კამერა, დახვრეტა, გილიოტინა და სასიკვდილო ინექციები. იმ ქვეყნებში, სადაც ს.დ. გაუქმებული არ არის, სასიკვდილო განაჩენი გამოტანილ უნდა იქნეს კანონის შესაბამისად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. აღნიშნული კანონი უნდა მოქმედებდეს დანაშაულის ჩადენის დროს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საერთაშორისო პაქტს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (1966), აგრეთვე კონვენციას დანაშაულის, გენოციდის თავიდან აცილებისა და მისთვის სასჯელის შესახებ (1948). განაჩენის სისრულეში მოყვანა შეიძლება მხოლოდ კომპეტენტური სასამართლოს საბოლოო განაჩენის გამოტანის შემდეგ. საერთაშორისო სამართლის მიხედვით ს.დ. თავისთავად არ არის ადამიანის უფლებათა დარღვევა, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს აქვს საქმის სასამართლოში განხილვის და დაცვის საპროცესო და შინაარსობრივი გარანტიები.
ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტიის” ძირითადი ამოცანაა, საკუთარი სტატუსის შესაბამისად ყველა შესაძლებელი გზით იმოქმედოს სიკვდილით დასჯის შემოღების და მისი გამოყენების წინააღმდეგ, ვინაიდან ის ყველაზე სასტიკი, არაადამიანური და ღირსების დამამცირებელი სასჯელია, რომელიც ამასთანავე არღვევს სიცოცხლის უფლებას. ყველა სამართლებრივ სისტემაში ძირითადი მოთხოვნა ს.დ-ის განაჩენის გამოტანის მიმართ დანაშაულის უდავო დადასტურება უნდა იყოს, ყოველგვარი ეჭვების გარეშე. ხშირად, სხვადასხვა ფაქტორმა, ან მათმა ერთობლიობამ შესაძლებელია გამოუსწორებელი შეცდომა დააშვებინოს სასამართლოს. ეს ფაქტორებია: არაკომპეტენტური, ან არაადეკვატური იურიდიული დახმარების გაწევა; შეცდომა პიროვნების იდენტიფიკაციაში; მოსამართლის, ან ნაფიც მსაჯულთა მიკერძოება; პოლიციის, ფსიქიატრიული და საგამოძიებო ორგანოების როლი; საპროცესო გარანტიების დარღვევა. 1989 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მეორე ფაკულტატური პროტოკოლი ს.დ-ის გაუქმების მიზნით. ეს პროტოკოლი განავითარებს საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლს და ფაქტიურად წარმოადგენს ს.დ-ის გაუქმებისაკენ მიმართულ პირველ საყოველთაო (განსხვავებით რეგიონულისაგან) დოკუმენტს. პროტოკოლის მიღება აძლიერებს ს.დ-ის გაუქმებისაკენ საყოველთაო სწრაფვას. რეგიონული ორგანიზაციები ასევე ცდილობენ ს.დ-ის გამოყენების შეზღუდვას, ან მის გაუქმებას. იხილე აგრეთვე: სიკვდილი სიკვდილი: კლასიფიკაცია მიზეზების მიხედვით სიკვდილი: კლასიფიკაცია ოფიციალური ვერსიის მიხედვით სიკვდილი: კლასიფიკაცია სახეების მიხედვით სიკვდილით დასჯა: გარანტიები სიკვდილით დასჯა შეიარაღებული კონფლიქტების დროს სიკვდილით დასჯის გამოყენება იმ პირთა მიმართ, რომელთაც არ შესრულებიათ 18 წელი სიკვდილის მუქარა ,,სიკვდილის რაზმი“ სროლა განადგურების მიზნით