ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
შუამავლობა - Mediation მესამე მხარის ჩარევა განვითარებულ კონფლიქტში ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა მხარეთა შერიგება, ან სამედიატორო სასამართლო. საშუამავლო მოღვაწეობის მიზანია კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევის ხელის შეწყობა. მესამე მხარის როლი შესაძლებელია ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეასრულოს. მაგალითად, გაერომ, რისი შესაძლებლობაც მის წესდებაშია დაფიქსირებული (1 და 33-38 მუხლები). საერთაშორისო უთანხმოებათა მოგვარების ერთ-ერთი გზა საერთაშორისო სამართლის გამოყენებაა. . მოლაპარაკებათა გაგრძელებაში ხელის შეწყობას გულისხმობს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მესამე მხარე გადამწყვეტ და უშუალო როლს ასრულებს კონფლიქტის მოგვარებაში. ამ უკანასკნელის მაგალითია 1995 წელს ბოსნიელ მუსლიმანებსა და სერბებს შორის კონფლიქტის გადაწყვეტისა და მშვიდობის იძულებითი დამყარების “ბოსნიური მოდელის” განხორციელება.