ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
დიქტატურა - Dictatorship მმართველობის ფორმა, რომელიც დამყარებულია რომელიმე ქარიზმატულ ლიდერზე, “ღვთის ნებაზე”, ან სხვა არადემოკრატიულ საფუძველზე და არა ხალხის უმრავლესობის თანხმობაზე. დიქტატორი, როგორც წესი, ძლიერი პიროვნებაა. ზოგჯერ რამდენიმე ლიდერი (ხშირად სამხედრო დაჯგუფებათა წარმომადგენლები) ხუნტას აყალიბებს. დ-ს დროს არ არის დაცული ადამიანის უფლებები, ხოლო ეკონომიკური განვითარება (რომელსაც ხშირად იყენებენ დ-ს გასამართლებლად), რეპრესიისა და კორუფციის არსებობის გამო, მაღალი არ არის. დ-ს პირობებში ეკონომიკამ შესაძლოა ზოგჯერ გარკვეული აღმავლობაც განიცადოს, მაგრამ ეკონომიკური თავისუფლება პოლიტიკური თავისუფლების არარსებობის პირობებში, საბოლოო ჯამში, როგორც წესი, აჩქარებს პოლიტიკურ (და, ხშირად, ეკონომიკურ) კრიზისს.