ეროვნული ბიბლიოთეკა

სკოლას 

 

სამოქალაქო განათლება

მთავარი

ა

ბ

გ

დ

ე

ვ

ზ

თ

ი

კ

ლ

მ

ნ

ო

პ

ჟ

რ

ს

ტ

უ

ფ

ქ

ღ

ყ

შ

ჩ

ც

ძ

წ

ჭ

ხ

ჯ

ჰ

 

GE

 

ადამიანის უფლებათა ლექსიკონი

ეთნიკური წმენდა -Ethnic cleansing

დეპორტაციის მსგავსად, ე.წ-ც საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან ადამიანთა ძალადობრივ გაძევებას გულისხმობს, მაგრამ მას თან ახლავს განსაკუთრებული სისასტიკე, მკვლელობები, წამება, გაუპატიურება და ადამიანის ღირსების დამამცირებელი სხვა ქმედებანი. ე.წ-ის საბოლოო მიზანია სახელმწიფოს ტერიტორიის გარკვეულ რაიონებში (მათ შორის ოკუპირებულში) მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა. ეს ტაქტიკა გამოიყენებოდა გერმანელი ნაცისტების მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ე.წ-ის მაგალითია სამოქალაქო ომი ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში. ამ ტაქტიკის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში პოლიტიკური დანაშაულის ამ ფორმას ეთნოციდისა და (ან) გენოციდის მსგავსი შედეგები მოაქვს შედარებით მცირერიცხოვანი მსხვერპლით.

 

იხილე აგრეთვე: ხელშეუხებლობის უფლება  ეთნიკური ერთობა ეთნიკური კუთვნილება