ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
ევთანაზია - Euthanasia
ე. უკურნებელი სენით დაავადებული და ტკივილებისაგან გატანჯული ადამიანის უმტკივნეულოდ მოკვდინების აქტია და სიტყვა-სიტყვით “მშვიდ, ბედნიერ და უმტკივნეულო სიკვდილს” ნიშნავს. ეს მიიღწევა მედპერსონალის, ან სხვა დაინტერესებული პირების მიერ სხვასხვა ქმედებებით (მაგალითად, ნარკოტიკების მაღალი დოზის ინექციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამორთვით კვების წყაროსგან და ა.შ.), ანდა უმოქმედობით (დაავადების მიმდინარეობაში ჩაურევლობა). ე-ის უფლება დღეს მსოფლიო დისკუსიის საგანია, ვინაიდან ეს ერთ-ერთი ყველაზე საკამათო სამედიცინო, რელიგიური, პოლიტიკური, თუ ეთიკური ხასიათის საკითხია. ე-ის პრაქტიკა ფართოდაა დანერგილი სკანდინავიის ქვეყნებში და წახალისებულია სახელმწიფოსაგან; ზოგ ქვეყანაში ე-ის შესაძლებლობის თითოეულ შემთხვევას სასამართლო განიხილავს და გასცემს (ან არ გასცემს) შესაბამის ნებართვას. ბევრ ქვეყანაში იგი კანონმდებლობითაა აკრძალული, ზოგან კი საერთოდ არ არსებობს ამ საკითხის დამარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა.