ეროვნული ბიბლიოთეკა

სკოლას 

 

სამოქალაქო განათლება

მთავარი

ა

ბ

გ

დ

ე

ვ

ზ

თ

ი

კ

ლ

მ

ნ

ო

პ

ჟ

რ

ს

ტ

უ

ფ

ქ

ღ

ყ

შ

ჩ

ც

ძ

წ

ჭ

ხ

ჯ

ჰ

 

GE

 

ადამიანის უფლებათა ლექსიკონი

ფაქტების შეკრება - Fact-finding

ფ.შ. ადამიანის უფლებათა სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი სტრატეგიაა. მისი საბოლოო მიზანი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული ვითარების გაუმჯობესებაა. უცხოური არასამთავრობო უფლებების დამცველი ორგანიზაციებისათვის ფ.შ-ისას მნიშვნელოვანია ადგილზე არსებული ვითარება:

1.  ხომ არ არის შექმნილი შიშის ატმოსფერო და შეუძლია თუ არა ადამიანს რისკის გარეშე განაცხადოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ;

2. ესმის თუ არა საზოგადოებას ადამიანის უფლებათა დაცვის ნორმები და არის თუ არა გაცნობიერებული, რომ ადამიანის უფლებები არ უნდა დაირღვეს;

3. არსებობს თუ არა დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, რომელიც შეძლებს რეაგირებას ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რომლის შესახებაც მას დამოუკიდებელი ორგანიზაციები აცნობებენ;

4. არსებობს თუ არა ადგილობრივი უფლებების დამცველი ორგანიზაციები;

5. შეუძლია თუ არა ადგილობრივ პრესას თავისუფლად გაავრცელოს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ;

6. გასაგებია თუ არა ადგილობრივი სალაპარაკო ენა უცხოელთათვის იმდენად, რომ გადაიცეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ;

7. არსებობს თუ არა გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურები (ტელეფონი, ფოსტა, სამუშაო მივლინებები);

8. არსებობს თუ არა ლტოლვილთა, ან ემიგრანტთა მნიშვნელოვანი ერთობა, რომელთაც ხელი მიუწვდებათ ინფორმაციაზე ადამიანის უფლებათა შესახებ; აქვთ თუ არა მათ ურთიერთობა უფლებათა დამცველ უცხოურ ორგანიზაციებთან;

9. არის თუ არა ფ.შ-ის საშუალება იმ ქვეყანაში, ან ადგილას, სადაც შეიძლება აღმოჩნდნენ ლტოლვილები.
შეიძლება გამოვყოთ ფ.შ-ის შემდეგი სახელმძღვანელო პრინციპები:

1.  ფაქტების შემკრები პირები უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი, ობიექტურნი და მიუკერძოებელნი;
2. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა ფაქტების შეკრების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება;
3. მოხსენებაში უნდა აისახოს ფაქტების შემკრებთა უფლებამოსილებების წრე და გამოყენებული მეთოდები;
4. ფაქტების შემკრები პირები გულმოდგინედ უნდა შეირჩნენ მათი უნარის და გამოცდილების მიხედვით;
5. ხელისუფლებას უნდა ეცნობოს ფაქტების შემკრებ პირთა და მათი უფლებამოსილების წრის შესახებ;
6. ფაქტების შემკრები პირები დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ ფაქტების მიღების, გადამოწმების და შეფასების პროცესში;
7. ფაქტების შეფასებისას საჭიროა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის კონკრეტულ ნორმებზე მითითება;
8. აუცილებელია, რომ, არასამთავრობო ორგანიზაცა ითვალისწინებდეს ხელისუფლების მიერ მოხსენების კომენტირების შესაძლებლობას. ნებისმიერ შემთხვევაში მოხსენება პუბლიკაციამდე უნდა წარედგინოს ხელისუფლებას.