ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
ინფორმაციის თავისუფლება - Freedom of information
აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვანი ელემენტი. ი.თ. უფრო ტევადი ცნებაა, ვიდრე მისი წინამორბედი თავისუფლებების (სიტყვის, აზრის გამოხატვის, პრესის თავისუფლებები) ერთობლიობა. მისი ფესვები ადამიანის მიერ ცოდნის მიღების სურვილის და სიმართლის ძიების წიაღშია საძებნელი. ი.თ. ადამიანის პოლიტიკურ ცნობიერებაში და იმ ფაქტის გააზრებაში დევს, რომ ამ თავისუფლების განხორციელება განუკითხაობისა და დესპოტური ხელისუფლების საწინააღმდეგო აუცილებელი იარაღია. ი.თ. არის პრესის თავისუფლება ფართო გაგებით. ის ასევე ეხება მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, აგრეთვე მსმენელთა და მაყურებელთა ინტერესების დაკმაყოფილებას.
იხილე აგრეთვე: აზრის გამოხატვის თავისუფლება აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება