ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
იძულებითი შრომა -Forced laber სავალდებულო შრომა, რომელიც სასჯელის მუქარის გამო არანებაყოფლობით ხასიათს ატარებს. ასეთმა პრაქტიკამ შესაძლებელია მონობამდე, ან მსგავს მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. ი.შ. პოლიტიკური იძულების, ან “აღზრდის” მიზნით გამოიყენება, როგორც პოლიტიკური აზრის თავისუფლად გამოთქმის საწინააღმდეგო ზომა. ი.შ. რასობრივი, სოციალური, ან სხვა სახის დისკრიმინაციის მიზნითაც გამოიყენება (შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, კონვენცია 105). ზოგჯერ ი.შ-ის მიზანია ადამიანის ფიზიკური გამოფიტვა და, ამის შედეგად, მისი ნაადრევი სიკვდილი. ი.შ-ს არ განეკუთვნება: 1. ნებისმიერი იძულებითი სამუშაო, როდესაც ამ სახის შრომა კომპეტენტური, ღია სასამართლო პროცესის შედეგადაა მისჯილი; 2. ნებისმიერი სამხედრო ხასიათის შრომა, ან ალტერნატიული სამსახური იმ ქვეყნებში, სადაც ეს უკანასკნელი კანონითაა გათვალისწინებული; 3. ნებისმიერი სამუშაო, რომლის ჩატარება აუცილებელია ექსტრემალურ ვითარებაში და უბედურების დროს, როდესაც საფრთხე ექმნება საზოგადოების წევრთა სიცოცხლეს და კეთილდღეობას; 4. ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ჩვეულებრივი სამოქალაქო მოვალეობების ნაწილია. იხილე აგრეთვე: შრომის სამართლიანი პირობები