ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ჩ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
ადამიანის უფლებათა ლექსიკონი
კოლექტიური უფლებები -Collective rights ადამიანის უფლებები ინდივიდუალურია და არა კოლექტიური. ამ უფლებათა სუბიექტი ადამიანია. ამიტომაც არ შეიძლება საუბარი უმცირესობათა უფლებების შესახებ ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში - ეს პოლიტიკის ენაა და მისი საგანი (კ.უ-ის ასეთ მაგალითს წარმოადგენს ავტონომიის შექმნის უფლება). ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში გულისხმობენ იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს განეკუთვნებიან, ინვალიდთა უფლებებს, არა როგორც ჯგუფისა, არამედ თითოეული ინვალიდისა ცალ-ცალკე. ამ წესიდან ერთადერთი გამონაკლისია სამოციან წლებში გაეროს ადამიანის უფლებათა ორივე საერთაშორისო პაქტში შეტანილი 1 მუხლი, რომლის მიხედვითაც “ყველა ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება”. ერების უფლებები არ გამომდინარეობს ინდივიდუალური უფლებებიდან - ეს ტიპიური კოლექტიური უფლებებია. საერთაშორისო პაქტში ეს მუხლი პოლიტიკური მოსაზრებების გამო მოხვდა, ადამიანის უფლებებზე საუბრისას კი იგულისხმება არა ერების, საზოგადოებრივი კლასების, ფენების და ჯგუფების, არამედ ცალკეულ პირთა უფლებები.