ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
ომბუდსმენი- Ombudsman 1. სახალხო დამცველი, რომლის მოვალეობაა იყოს სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრი მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის, რათა გამოიძიოს მოქალაქეთა საჩივრები ხელისუფლების ორგანოებისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, როდესაც, მოქალაქეთა აზრით, ხელისუფლებამ დაარღვია მათი უფლებები და თავისუფლებები. ო-ს ასევე შეუძლია სხვადასხვა საქმეების განხილვა და გამოძიება საკუთარი ინიციატივით. დღეს ო-ს ინსტიტუტი სხვადასხვა ფორმით მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს.
2. სკანდინავიის ქვეყნებში ისტორიულად - მეფის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირი რომელიმე ოლქში ან რეგიონში
იხილე აგრეთვე: საპროცესო უფლებები