ეროვნული ბიბლიოთეკა

სკოლას 

 

სამოქალაქო განათლება

მთავარი

ა

ბ

გ

დ

ე

ვ

ზ

თ

ი

კ

ლ

მ

ნ

ო

პ

ჟ

რ

ს

ტ

უ

ფ

ქ

ღ

ყ

შ

ჩ

ც

ძ

წ

ჭ

ხ

ჯ

ჰ

 

GE

 

ადამიანის უფლებათა ლექსიკონი

 ომი - War

პირდაპირი, ფიზიკური ძალადობის გამოყენება ორი ან მეტი სახელმწიფოს მიერ. ო. იწყება მაშინ, როდესაც პოლიტიკური კონფლიქტის ორი ან მეტი მონაწილე მივა იმ დასკვნამდე, რომ მშვიდობიანი მეთოდებით შეუძლებელია შეუთავსებადი, ან განსაკუთრებული მიზნების მიღწევა.

ო-ის, როგორც საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტის მეთოდი, უარყოფილია გაეროს წესდებით. ო-ის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია ასეთია: ხანგრძლივი ბრძოლა ორი ან მეტი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის (ან ერთი ქვეყნის, ან ერთი ორგანიზებული შეიარაღებული ჯგუფის შიგნით), როდესაც ბრძოლის ველზე ყოველწლიურად არანაკლებ 1000 ადამიანი იღუპება. ამ დონეზე დაბალ შეიარაღებულ კონფლიქტს დაბალი ინტენსივობის კონფლიქტს უწოდებენ. ო-ს, ისევე როგორც კონფლიქტს, წინ უსწრებს უთანხმოებანი, რომელთა წინამორბედი, თავის მხრივ, პოლიტიკური დაძაბულობაა.

იხილე აგრეთვე: ომის მდგომარეობა, ომის წარმოების არაკონვენციული მეთოდები, ომის წარმოების პარტიზანული მეთოდები, ჟენევის კონვენციები საერთაშორისო ომი, სამოქალაქო ომი, ომის წარმოების ფსიქოლოგიური მეთოდები