ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
პირადი თავისუფლების უფლება -Right to personal freedom ყოველ ადამიანს აქვს პ.თ.უ. პიროვნების თვითნებური დაკავება, ან დაპატიმრება დაუშვებელია. პირადი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება მხოლოდ კანონით დადგენილ საფუძვლებზე. პირადი თავისუფლების უფლება ირღვევა მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავისი ორგანოების, ან თანამდებობის პირების მეშვეობით ხელს უშლის პიროვნებას, ან პიროვნებათა ჯგუფს თავისი ძირითადი უფლებების განხორციელებაში, რაც გამოიხატება პიროვნებებისათვის თავისუფლების აღკვეთაში საპყრობილეში მოთავსებით, ან ისეთ ადგილას გადაყვანაში, სადაც შეზღუდულია მათი გადაადგილების თავისუფლება. იხილე აგრეთვე: თავისუფლება ხელშეუხებლობის უფლება, მძევლები, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები