ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
პოლიტიკური სამართალდარღვევა - Political offence ეს ცნება არ არის ასახული საერთაშორისო აქტებში, თუმცა ხშირად გამოიყენებოდა XI X საუკუნის დოკუმენტებსა და ხელშეკრულებებში, რომლებიც დამნაშავეთა გადაცემას (ექსტრადიცია) და თავშესაფრის მიცემას შეეხებოდა. არსებული პრინციპის მიხედვით სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემას ექვემდებარებიან სისხლის სამართლის და სამხედრო დამნაშავენი, მაშინ როდესაც პოლიტიკურ აქტივისტებს, რომლებიც იდევნებიან ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიისათვის ბრძოლის გამო, თავშესაფარი მიეცემათ. ტერორიზმი, სამხედრო დანაშაული, ან დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ არ მიიჩნევა პ.ს-ად, ამიტომ ასეთი დამნაშავენი გადაცემას ექვემდებარებიან.