ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
პოლიტპატიმარი - Political prisoner
საყოველთაოდ მიღებული დეფინიცია არ არსებობს. საერთაშორისო ამნისტიას პ-დ მიაჩნია: 1. პირი, რომელიც დაკავებულია ბრალდების წარდგენის გარეშე პოლიტიკური არეულობების, დემონსტრაციების, ან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციების დროს, თუ: ა) დაკავებულად ითვლება საკუთარი აზრის გამოხატვის გამო, ან ხელისუფლებასთან ოპოზიციის გამო, ისე, რომ არ იყენებდა ძალადობრივ მეთოდებს. ბ) უკანონოდაა დაკავებული რომელიმე ჯგუფისადმი მისი კუთვნილების გამო.
2. პირი, რომელიც ეკუთვნის დასახელებულ კატეგორიებს, და რომელსაც მოგვიანებით წარუდგინეს ბრალდება ჩვეულებრივ დანაშაულში აშკარად ცრუ საბაბით.
3. პირი, რომელიც ეკუთვნის ორივე დასახელებულ კატეგორიას და ბრალდებული და გასამართლებულია სამართლიანი სასამართლო პროცესის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის გარეშე.
4. პირი, რომელიც დაკავებულია რაიმე ძალადობრივ ქმედებაში ბრალდების გარეშე, მაგრამ ბრალდებული, ან ეჭვმიტანილია რომელიმე ისეთი ჯგუფისადმი კუთვნილებაში, რომელიც ახორციელებს ძალადობრივ ქმედებებს სახელმწიფოს წინააღმდეგ.