ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
პროპაგანდა - Propaganda ინფორმაციის მიწოდების ფორმა, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი საკომუნიკაციო ფორმის გეგმაზომიერ გამოყენებას ადამიანთა გონებაზე, ემოციებსა და ქცევაზე ზემოქმედების მიზნით. აუდიტორიის დასარწმუნებლად პროპაგანდისტებმა შეიძლება განსხვავებული მეთოდები გამოიყენონ, თუმცა ისინი ერთი საერთო ნიშნით ხასიათდებიან – აუდიტორიის ღირებულებების და რწმენისკენ არის მიმართული. მათ განეკუთვნება:
1. დადებითი განწყობის შემქმნელი განზოგადებები (პროდუქტის, კანდიდატის ან პოლიტიკური პროგრამის მიწოდების ფორმა დადებითი ემოციების გამომწვევი სიმბოლოების გამოყენებით);
2. “იარლიყების მიწებება” (პროპაგანდისტი უარყოფითი ემოციის შემქმნელი სახელის შერქმევით ნეგატიურ დატვირთვას ანიჭებს მოვლენას, რომლის წინააღმდეგაც ის გამოდის);
3. “გადაადგილება” (სხვადასხვა დადებითი ასოციაციების მოხმობით საერთო კეთილგანწყობილების ატმოსფეროს შექმნა);
4. “დადასტურება” (გამოჩენილ და ცნობილ ადამიანთა გამონათქვამების ციტირება რაიმეს მხარდასაჭერად, ან საწინააღმდეგოდ);
5. “უბრალო ადამიანები” (პროპაგანდისტული იდეების, ან პროდუქტის იდენტიფიცირება “უბრალო ადამიანების” საჭიროებებთან);
6. “ბანქოს ჩაწყობა” (არგუმენტი, რომელშიც ფაქტები იმგვარადაა დალაგებული, რომ რჩება ერთადერთი “ლოგიკური” დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა);
7. “არ დაგვაგვიანდეს” (რომელიმე მოსაზრების ან პროდუქტის მხარდაჭერის მეთოდი, როდესაც პროპაგანდისტი აუდიტორიას უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ყველა დანარჩენი უკვე ასე ფიქრობს და ამიტომ, საჭიროა დროული გაერთიანება უმრავლესობასთან).