ეროვნული ბიბლიოთეკა

სკოლას 

 

სამოქალაქო განათლება

მთავარი

ა

ბ

გ

დ

ე

ვ

ზ

თ

ი

კ

ლ

მ

ნ

ო

პ

ჟ

რ

ს

ტ

უ

ფ

ქ

ღ

ყ

შ

ჩ

ც

ძ

წ

ჭ

ხ

ჯ

ჰ

 

GE

 

ადამიანის უფლებათა ლექსიკონი

თვითგამორკვევა  - Selfdetermination

საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ყველა ხალხს აქვს თ-ის უფლება. ამ უფლების შესაბამისად ყველა ხალხი დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარ პოლიტიკურ სტატუსს და ახორციელებს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას. ხალხთა თ-ის უფლება საკუთარი ეროვნული სიმდიდრისა და რესურსების მიმართ სუვერენიტეტს ნიშნავს. ამასთან, თ-ის უფლებასთან ორი მნიშვნელოვანი პრობლემაა დაკავშირებული: ვინ შეიძლება ჩაითვალოს ხალხად და როგორია ამ უფლების განხორციელების საზღვრები.

ხალხის ცნება გულისხმობს ხალხს მთლიანობაში, დემოსს, და არა ცალკეულ ეთნოსებს თუ რელიგიურ ჯგუფებს. თ-ის უფლების განხორციელება არ ნიშნავს თითოეული ცალკეული ეთნიკური ჯგუფის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. თ-ის უფლების გამოვლენის საზღვრები შეიძლება იყოს უმცირესობათა უფლებების დაცვით, კულტურული და პოლიტიკური ავტონომიით დაწყებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებამდე. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გამოვყოთ თ-ის მოთხოვნის 6 სახე:

1. ანტიკოლონიური თ. (უცხო ქვეყნის კოლონიურ მმართველობაში მყოფი ქვეყნის მოსახლეობა ეძიებს სრულ დამოუკიდებლობას, ან პოლიტიკური ძალაუფლების გაზრდას;

2. თ. სახელმწიფოსაგან, ანუ სახელმწიფოს შიგნით (რომელიმე ჯგუფის მცდელობა _ გამოეყოს არსებულ სახელმწიფოს და ახალი სახელმწიფო შექმნას, ან ამ ქვეყნის შიგნით მიაღწიოს პოლიტიკური ან კულტურული ავტონომიის უფრო მაღალ ხარისხს);

3. ტრანსსახელმწიფოებრივი თ. (ერთ სახელმწიფოზე მეტ სახელმწიფოში მცხოვრები ხალხების გაერთიანების მოთხოვნა);

4. გაფანტული ხალხების თ. (ერთ ან რამდენიმე სახელმწიფოში გაფანტული ხალხების მოთხოვნა);

5. მკვიდრი ხალხების თ. (მკვიდრი თანამეგობრობის, ანუ მკაფიო ეთნიკური ნიშანთვისებებისა და ხანგრძლივი ისტორიული არსებობის მქონე ჯგუფების მოთხოვნა);

6. წარმომადგენლობითი თ. (არსებული სახელმწიფოს მოსახლეობის მოთხოვნა _ შეცვალოს საკუთარი პოლიტიკური სისტემა და უფრო წარმომადგენლობითი გახადოს ის, ანუ ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენლები ხელისუფლებაში).

ეს კატეგორიები ყოვლისმომცველი არ არის. მეტიც, ზოგიერთი მოძრაობა თ-ისათვის, შესაძლებელია, ერთდროულად რამდენიმე კატეგორიას განეკუთვნებოდეს

იხილე აგრეთვე: წინააღმდეგობა, ხალხთა უფლებები; ხალხი; ადამიანის უფლებები