ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
უფლებები და თავისუფლებები - Rights and freedoms უფლებები, რომელთაც ზოგჯერ პოზიტიურ უფლებებს უწოდებენ, გულისხმობს ხელისუფლების აქტიურ მოვალეობებს თითოეული ადამიანის მიმართ. მაგალითად, განათლების მიღების უფლება ხელისუფლებას იმ სკოლების შექმნის ვალდებულებას აკისრებს, რომლებშიც ყველა ბავშვს შეეძლება სწავლა. ზუსტად ასევე, გასამართლების უფლება ხელისუფლებას აკისრებს სასამართლო დაწესებულებების ქსელის შექმნას, რომელსაც შეუძლია მიმართოს თითოეულმა ადამიანმა თავისთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად.
თავისუფლებები, რომელთაც ზოგჯერ ნეგატიურ უფლებებსაც უწოდებენ, უკრძალავს ხელისუფლებას ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩარევას. სიტყვის, ან სინდისის თავისუფლება უკრძალავს ხელისუფლებას, ჩაერიოს ადამიანისათვის ასეთ სასიცოცხლო საკითხებში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი მე მაქვს რაიმეს უფლება, ხელისუფლება ვალდებულია, რაღაც გამიკეთოს, ხოლო თუ მე მეკუთვნის რომელიმე თავისუფლება, სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს რაიმე ქმედებისაგან.
იხილე აგრეთვე: მატერიალური უფლებები ნეგატიური უფლებები;. პოზიტიური უფლებები,