ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
წამება - Torture გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით წ-დ ჩაითვლება “ნებისმიერი ქმედება, რომლითაც რომელიმე პირს განზრახ მიეყენება ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა, ფიზიკური ან მორალური, იმ მიზნით, რომ მიღებულ იქნას მისგან, ან მესამე პირისაგან ცნობები, ან აღიარება, რათა დაისაჯოს იმ ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა, ან რომლის ჩადენაშიცაა იგი ეჭვმიტანილი, ან დააშინონ, ან აიძულონ ის, ან მესამე პირი, ან სხვა მიზნით, რაც ემყარება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როდესაც ასეთ ტკივილს, ან ტანჯვას ადგილი აქვს სახელმწიფო თანამდებობის პირის, ან სხვა პირის მხრიდან, რომელიც ოფიციალურ რანგში გამოდის, ან როდესაც ადგილი აქვს წაქეზებას მათი მხრიდან, ან მდუმარე თანხმობას”. წ-დ არ ჩაითვლება ტკივილი, ან ტანჯვა, რომლებიც კანონიერი სანქციების გამოყენების შედეგია, თან სდევს მის გამოყენებას, ან შემთხვევითია, თუ გამოყენებულია იმ ხარისხით, რომელიც არ ეწინააღმდეგება პატიმრებთან მოპყრობის მინიმალურ სტანდარტებს. წ. გამოიყენება როგორც სახელმწიფოს სახელით, ასევე შეიარაღებული ოპოზიციის მიერ და ხშირად წინ უსწრებს პოლიტიკურ მკვლელობებსა და ადამიანთა გაუჩინარებას.
იხილეთ აგრეთვე: წამების ტიპები, მძევლები, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების დამამცირებელი მოპყრობა