დავით აღმაშენებელი:  ანდერძი (შემოკლებით)

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 

   




 

დამხმარე მასალა:

მერაბ ღაღანიძე:  წმიდა  მეფე დავით აღმაშენებელი


 

  1. „გიბრძანებს და მოგახსენებს მეფეთმეფე დავით, დღეთა შინა სიკვდილისა და სოფლით განსვლისა მისისათა, ჩემ მიერ, უნდოჲსა და უღირსისა...   1. გარდაცვალების, ამ წუთისოფლის დატოვების, წინ ბრძანებს და მოგახსენებთ მეფეთ მეფე დავითი, როგორც ერთი უბრალო, უღირსი ვინმე.   დღეთა შინა სიკვდილისა – გარდაცვალების წინ. სოფლით განსვლისა მისისათა – მისი წუთისოფლიდან გასვლის, გარდაცვალების. უნდოჲ – უბრალო, ლიტონი.
           
  2. უკვდავი და დიდებისა მოყვარე და მეფობისა ტრფიალი მედვა ბუნება და არა მიოდეს მოვიხსენებდი დღესა ამას სამარადისოდ საფლავად მოსვლისა ჩემისასა, და ვერ უძლე დატევებად საწუთოჲსა, ვიდრე არა დამიტევა მე საწუთომან და დამძიმებული ცოდვათა სიმრავლითა მწუხარედ განმიყვანა წინაშე მსაჯულისა.   2. განდიდებასა და მეფობის პატივს ვესწრაფოდი და არ მახსოვდა ეს დღე – გარდაუვალი სიკვდილისა. სოფლისმოყვარემ ვერ დავთმე წუთისოფელი, ვიდრე თავად არ მიმატოვა საწუთრომ. და წარვდექი მრავალი ცოდვით სულდამძიმებული და დამწუხრებული უფლის (მსაჯულის) წინაშე.   მეფობისა ტრფიალი – მეფობის სიყვარული. მედვა ბუნება – მქონდა ბუნება; ბუნებით, ხასიათით ასეთი ვიყავი. არა მიოდეს მოვიხსენებდი – არ მახსოვდა, არ ვიხსენებდი. ვერ უძლე დატევებად საწუთოჲსა – ვერ დავთმე (მივატოვე) წუთისოფელი. ვიდრე არა დამიტევა მე საწუთომან – ვიდრე [თავად] საწუთრომ არ მიმატოვა. მწუხარედ განმიყვანა – დამწუხრებული გამიყვანა, წამიყვანა. მსაჯული – აქ: უფალი, ღმერთი.
           
  3. რამეთუ მრავალნი წყალობანი ყვნა ჩემ ზედა სოფელსა ამას შინა, რამეთუ მომცა პირველად შვილი ესე ჩემი დიმიტრი, სიბრძნითა, სიწმიდითა, ახოვნებითა და სიმხნითა უმჯობესი ჩემსა, და ნამდვილ ესევითარი ჯერ იყო მეფე, მოცემული ღმრთისა მიერ მკვიდრთათვის სოფლისათა მართლმორწმუნეთა...   3. ღმერთმა მრავალჯერ მომაგო თავისი წყალობა ამქვეყნად, რამეთუ მომცა ძე დემეტრე სიბრძნით, სიწმინდით, ახოვანებითა და სიძლიერით ჩემი მჯობი (ჩემზე აღმატებული). ჭეშმარიტად, მეფედ ღვთისგან მოვლენილი, ქრისტიანი (მართლმორწმუნე) ერის პატრონად.   სოფელსა ამას შინა – წუთისოფელში, ამქვეყნად. ნამდვილ ესევითარი ჯერ იყო მეფე – ნამდვილად ასეთი უნდა იყოს მეფე. მოცემული ღმრთისა მიერ – უფლის მიერ ბოძებული, უფლისგან მოცემული. მკვიდრთათვის სოფლისათა მართლმორწმუნეთა – ამქვეყნად მცხოვრები მართლმორწმუნეებისთვის (იგულისხმებიან ქრისტიანები).
           
  4. გარნა მძლო საწუთრომან, და წაღმართ ქადებულნი ჟამნი მიმტყვენავე და მომაგო ჩემნი და მამისა ჩემისა ჭირნი, რომელთა მიმიქცევიან ამისგან პირნი და თვალნიცა. გარნა განბჭო მართლადმსაჯულობამან ღმრთისამან და, ესერა, მიწოდა მე და უწოდა მაგას მეფობაჲ, მამული და ახლად მოგებული ღვაწლითა ჩემითა და თქვენითა: ნიკოფსითგან დარუბანდისა ზღვადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე.   4. მაგრამ დამძლია საწუთრომ და ქადებული (შეპირებული) დამიქცია. მაზღვევინა ჩემი და ჩემი წინაპრების ცოდვები, რომელთაც ზურგი შევაქციე, არად ჩავაგდე. და, აჰა, ასე გადაწყვიტა მართლმსაჯულმა უფალმა: მე მივყავარ თავისთან (მე მიხმო), ხოლო იგი [დემეტრე] მიიწვია მეფედ ჩვენი (ჩემი და თქვენი) ბრძოლით მოპოვებული (ახლად მოგებული) მამულისა, ნიკოფსიიდან დარაბანდამდე და ოსეთიდან სოერად და არეგაწამდე.   წაღმართ ქადებულნი ჟამნი მიმტყვენავე – შეპირებული არ შემისრულე, ამიოხრე, გამიტიალე (იგულისხმება: დროის კარგად გატარებას მპირდებოდი). მძლო – მძლია, დამძლია. წაღმართ – შემდგომში. ქადებული – შეპირებული, დაპირებული. მიმტყვენავე – ამიოხრე. ტყვენვა – მოოხრება. მომაგო ჩემნი და მამისა ჩემისა ჭირნი – მაზღვევინა, სამაგიეროდ მარგუნა ჩემი დამამაჩე მის უძლურება (ვერ შეძლება). რომელთა მიმიქცევიან ამისგან პირნი და თვალნიცა – რომლებსაც სახე მოვარიდე, ზურგი შევაქციე, არად ჩავაგდე. მიმიქცევიან – მიმიბრუნებია. გარნა განბჭო – მაგრამ, რაკიღა გადაწყვიტა. ესერა – აგერ. მიწოდა – მიხმო. უწოდა მაგას მეფობაჲ – მიიწვია იგი მეფედ, გადაულოცა მას მეფობა. ახლად მოგებული ღვაწლითა – ბრძოლით, ომით ახლად მოგებული, მოპოვებული.  ნიკოფსია – ისტორიული ციხე-ქალაქი შავი ზღვის პირას. ქ. ტუაფსეს ჩრდილოდასავლეთით. ამ ქალაქს ადრე ლაზიკე რქმევია. ნიკოფსია პირველად მოხსენიებულია V ს-ის უცნობ ავტორთან. VIII ს-ის ბოლოს შევიდა ეგრის-აფხაზეთის სამეფოს შემადგენლობაში. XVI ს-დან თანდათან გამოეთიშა საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ გავლენას. ფეოდალურ ხანაში იგი უკვე ნაქალაქარია. დარუბანდი – (სპარს. დარ-კარი, ბანდ-ზღუდე) – ძვ. ჩორი, ქალაქი დაღესტანში, კასპიის ზღვის სანაპიროზე. ნავსადგური. ხშირად აიგივებენ ალექსანდრეს ლეგენდარულ ჭიშკართან. სოერი – ადგილის სახელწოდება სომხეთში. არეგაწი/არაგაწი – მთის მასივი სომხეთში, ერევნის ჩრდილო-დასავლეთით. სამხრეთ ფერდობზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ამბერდის ნანგრევები.
           
  5. ამას ყოველსა თანა წარუძღვანე წმიდაჲ ძელი ცხოვრებისაჲ და მივეც დროშა ჩემი სვიანი, აბჯარნი ჩემნი სამეფონი და საჭურჭლენი ჩემნი ზემონი და ქვემონი ...   5. ამ ყოველივეს მე წავუმძღვარე წმინდა ძელი ცხოვრებისა (ქრისტეს ჯვარი)და მასთან ერთად დროშა სვიანი (ღვთისაგან დალოცვილი, გამარჯვებული), ჩემი სამეფო იარაღი და მთელი განძი და ქონება.   წმიდაჲ ძელი ცხოვრებისაჲ – წმინდა ჯვარი ქრისტესი. სვიანი – იღბლიანი, ბედიანი. აბჯარნი ჩემნი სამეფონი – სამეფო საჭურველი, მეფის იარაღი, აღჭურვილობა. საჭურჭლენი ჩემნი ზემონი და ქვემონი – მთელი სიმდიდრე, მთელი ქონება. საჭურჭლე – განძი, ქონება.
           
  6. აწ შვილმან ჩემმან მეფემან დიმიტრი სრულყოს ყოვლითურთ საუკუნოდ ჩემთვის და მისთვის და მომავალთა ჩემთათვის, რომელნი მიმიცემიან, მისგან ნურას მოაკლებს.
 
  6. ახლა ჩემმა ძემ, დემეტრე მეფემ, აღასრულოს ყოველივე საუკუნოდ და მას ნურაფერს მოაკლებს, რაც მიმიცია.
 
  სრულყოს ყოვლითურთ საუკუნოდ – აღასრულოს ყველაფერი საუკუნოდ.
           
  * * *

7. ნებითა ღმრთისაჲთა მე, დავითს, მიწყიეს. ჟამსა ჩემსა შარვანსა ზედა განმართვისას შევევედრე შეწევნად ჩემად შესავედრებელსა ჩემსა წმიდასა მამასა შიოს. ვიხილე ეკლესია, ჩემ მიერ აღშენებული, დასრულებულად და მივიღე ლოცვა ყოველთა მამათაჲ...
  * * *

7. უფლის ნებით მე, დავითს, მეუწყა. შარვანში ომად მიმამავლი შევვედრებოდი შიო მღვიმელს, რათა შემწეოდა. ვიხილე ეკლესია ჩემ მიერ აშენებული და მივიღე ლოცვა ყველა მამისაგან.
 

შარვანი/შირვანი – ისტორიული ქვეყანა, ამჟამად შედის აზერბაიჯანში.
წმიდა შიო – VI საუკუნეში ასურეთიდან ქართლში ქრისტიანობის განსამტკიცებლად ჩამოსულ ცამეტ წმინდა მამათაგან ერთ-ერთი [შიომღვიმის მონასტრის დამაარსებელი მცხეთის სიახლოვეს. გადმოცემით, შიომღვიმის მონასტერში ყველიერის ხუთშაბათს მღვიმიდან თურმე წმინდანის შიშველი ძვლები გამოჩნდებოდა].

           
  8. შეწევნითა ყოვლად სახიერისა ღმრთისაჲთა და მადლითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და მეოხებითა შესავედრებელისა ჩემისა წმიდისა შიოსითა მიეცინ სიმტკიცე ეკლესიასა ჩემ მიერ აღშენებულსა!   8. უფლის შეწევნით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მადლითა და წმინდა შიოს შემწეობით მიეცეს სიმტკიცე ეკლესიასა, ჩემ მიერ აშენებულსა (იგულისხმება ქრისტიანობისთვის მეფის მიერ გაწეული ღვაწლი).    
           
  9. სიმტკიცეო ყოველთაო, ღმერთო, მტკიცე მტკიცედ აქციე!“   9. სიმტკიცეო ყოველთაო, ღმერთო, განამტკიცე ყოველი!