ტერენტი გრანელი: გაზაფხულის საღამოა მშვიდი
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას მალე იხ. "მამარდაშვილის ციფრულ კოლექციაში"
გაზაფხულის საღამოა მშვიდი | გულიდან სისხლის წვეთები | მე და გალაკტიონი |
დამხმარე მასალა:
მარსიანი: გალაკტიონი და გრანელი |
გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. სული საზღვარს გადასცდება ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი. ცამდე სწვდება ღამეების სიგრძე, რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ. წინ მეშლება მე ოცნების არე, მიწის ცქერით დაიღალა მთვარე. გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. |