ალექსანდრე ჭავჭავაძე: გოგჩა

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



  გოგჩა, ტბა ვრცელი, ხმოვანებით ზღვისა მბაძავი,
ოდესმე ზვირთთა აღქაფებით ჰღელავს მრისხანედ;
ზოგჯერ, ვით ბროლი გულ-უბრყვილო, წმინდა, უძრავი,
თვის შორის ჰხატავს ცისა ლაჟვარდს და მთათა მწვანეთ.
    გოგჩა - გოგჩის (სევანის)  ტბა, მდებარეობს სასომხეთში.
  მაგრამ ნაქცევნი  მისთა კიდეთ ძაძით მმოსველნი,
საგლოვო ნაშთნი შენობათა კვლავ ეროვანთა,
სად ჰყვავებულან დიდებულად ქალაქნი ვრცელნი
და სად დღეს ვჰხედავთ ოდენ ბუთა და ნატამალთა.
    ნაქცევნი - ნანგრევები.
 

ნატამალი - ნარჩენი.

  ჭმუნვათა თვისთა მნახველთაცა აზიარებენ
უდაბურება, მჩუმარება, არა-რაობა.
თვალსა და გულსა კაცისასა სევდით ავსებენ,
და უნებლიეთ წარმოდგება ოხვრით ეს გრძნობა:
აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი.
აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო,
აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი;
მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო!
   




უცილო -
უდავო.
ხატი - აქ:
სურათი.
ხედვავ ბრმობილო -
დაბრმავებულო მზერავ.
  ესე კამარა ძლივ საცნობო ყოფილ ტაძარად,     კამარა - თაღი.
  სად კვლავ მეფენი მოწიწებით იდრეკდნენ მუხლთა,
სად ღვთის დიდება მორწმუნეთა ესმოდათ მტკბარად,
და ცისა მიმართ გრგვინვიდიან ხმანი ფსალმუნთა, -
დღეს ეს ნაქცევი, სახიერად მაჩრდილობელი,
   


სახიერად -
ლამაზად, მშვენივრად.
  ჰხედავს თვის ქვეშე დამჩოქველად ოდენ პირუტყვთა,
ზოგჯერ ნადირთა, ზოგჯერ მხეცთა, და ხან წარმვლელი
მუნ შეაფარებს საქონელთა, შორით ზიდულთა!
ეს გროვა ქვათა სახე შლილის ოთხკუთხედისა
ადგილ არს, სადა სავაჭრონი მდიდრად წყობილან;
სომეხნი, მხნენი ხელოვანნი მომგებლობისა,
    ხელოვანნი მომგებლობისა - სავაჭრო საქმის კარგი მცოდნენი.
 

 

  პირსა ქვეყნისას ამა საქმით ადრივ ცნობილან.
მაშინ მათ შორის ხშირ ყოფილა ქურურთა  მქონე
    ქურური - ქონება, მატერიალური სიმდიდრე.
 
  არა-თუ ვერცხლით, ნდობითაცა ყოვლად მდიდარნი.
აწ მტვრად აღგვილან იგი ძალი და იგი ღონე;
მათთა განთქმულთა შეძლებათა წარშლიან კვალნი!
მიხედე ამა ვრცელსა ვაკეს ქვა-ყრილსა ბნელად,
კვლავ ასპარეზსა, სად ჰქონიათ ტაიჭთა სრბოლა,
ჩოგნით ტაცება ჭაბუკ-მხედართ გამოსაცდელად,
შუბთა ტრიალი, ჯირითთ ტყორცნა და ისართ სროლა.
ერთგზის ესეცა ქვანი შავნი, დღეს დახავსილნი,
ურთიერთთანა კავშირობით ამაღლებულან;
მკუთვნელნი მათნი, ბედნიერნი და კმაყოფილნი,
ოდესმე მათში განცხრომილან და განშვებულან.
აქაცა მჯდარა ძალი მაღალს ტახტსა ამაყად,
   









განშვებულან -
შვებით, მოლხენით უცხოვრიათ.
ძალი -
აქ: ძალაუფლება, ძალაუფლების მქონენი.
  წყალობათა და რისხვის ფრქვევით მმართველი ერთა;
აქაც უღრღნიათ შურსა, მტრობას გულები ხარბად;
ტრფიალნი აქაც შემსჭვალვიან კვლავ ერთმანერთთა.
რავდენთ ბანოვანთ  შვენებანი ახლად მშლილობნი
   
შემსჭვალვიან -
სიყვარულით შეერთებულან.
ბანოვანი -
ქალბატონი, მანდილოსანი.
  ჭავლის სიწმინდეს მიუზიდავს ნაპირს ამ ტბისას;
ვარდნი, ზამბახნი და მიხაკნი, და გიშრის მწყობრნი
რავდენგზის ტურფად გარდუღია სარკესა წყლისას.
რავდენგზის მთვარეს, თავ-მომწონეს, მათთან შთახედვით
უგრძვნია თვისი ჩაგრულ-ყოფა და მოღრუბლვილა!
   


შთახედვით -
მაყურებელს.
 

მაგრამ რა?!. დროსა მსრველის ცელით,  ყოვლთა წარმწყმედით,
ციურთა მჯობი მშვენებლობაც სხვათებრ მოსთვლილა!

    დროსა მსრველი ცელი - დროის გამანადგურებელი ძალა.
მშვენებლობა -
მშვენიერება. მოსთვლილა - გაქარვებულა, წაშლილა.