ალექსანდრე ჭავჭავაძე: ვაჰ, დრონი, დრონი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას იხ. "მამარდაშვილის ციფრულ კოლექციაში"


 


 



 

ვაჰდრონიდრონინაგებნი მტკბარად,
წარილტვნენგანჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარად;
მე იგივე ვარ მარად და მარად!
არ ვსდევ ჟამთა ცვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად!

მოვშორდი მოყვასსძალს ცხოვრებისას,
არ გიკვირსთ მხედავთ კვლავცა სულმდგარად?
მე იგივე ვარ მარად და მარად!

გლახ ბედისაგან ესრეთ დასჯილი,
იმედოვნებას ვუწოდებ ფარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად.

იგიცა მელტვისმიბრალეთ ამით,
უსასოდ ყოფნას სჯობს ყოფნა მკვდარად...
მე იგივე ვარ მარად და მარად.

მე ერთმან ერთგზის ერთს ვუძღვენ თავი,
მასვე ვმონებდე მტკიცედ და მყარად - 
მე იგივე ვარ მარად და მარად.

თუ მასცა ჩემებრ უცავს სიმტკიცე,
ვიბრალებ რაყიფსშვრების მომცდარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად.

ჰსაჯეთპყრობილმან უწყისა ტრფობა?
საცა გინდ ვიყომასთან ვარ მარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად!
არ ვსდევ ჟამთა ცვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად!