იოანე მინჩხიჰიმნი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



        ჰიმნი [ბერძ. humnos ] - აქ: სახოტბო გალობა; ღვთაების სადიდებელი სიმღერა.
  ჟამნი ჩუენნი,
ვითარცა-რაჲ სიზმარნი
ღამისანი, განქარდებიან
და დღითი დღედ
მოაკლდების რიცხუსა მას
აღრიცხულთა დღეთა ჩუენთასა
და ყოვლისავე დამხსნელ არს სიკუდილი.
ვიღუაწოთ, ძმანო, მოსლვადმდე მისსა.
    ჟამნი – დრო, ხანი.
ვითარცა-რაჲ – როგორც.
განქარდებიან – გაქრებიან, გაუჩინარდებიან.
დღითი დღედ – დღითიდღე, თანდათან.
აღრიცხულთა დღეთა ჩუენთასა – ჩვენს დათვლილ დღეებს. აღრაცხვა – დათვლა.
ყოვლისავე დამხსნელ არს – ყველაფრის დამრღვევია, ყველაფრის მომშლელია.
ვიღუაწოთ – ვიშრომოთ, შევქმნათ, ვაკეთოთ, გავისარჯოთ. მოსვლადმდე მისსა – იგულისხმება: გარდაცვალებამდე.
         
  დიდ არს მადლი
მარხვისა და ლოცვისა¡,
დიდ არს ძალი სინანულისა¡.
არაჲ ძალ-უც
ნივთსა ცოდვისასა,
სადა იპოვოს სინანული
და ვითარცა-რა წყალი, დამშრეტელ არს
ცრემლი ცეცხლსა მას ცოდვისასა.
ღამე და დღე
დაუვიწყებლად
ვისენებდეთ სიკუდილსა ჩუენსა,
ვიგონებდეთ
    მადლი – სიკეთე, წყალობა, საჩუქარი.
მარხვა – მარხულობა. (მარხვის დაცვა სავალდებულოა ყოველი მორწმუნისათვის. ამ დროს ლოცვითა და თავშეკავებით ადამიანის სხეული იწმინდება როგორც სულიერად, ასევე ხორციელად). არაჲ ძალუც ნივთსა ცოდვისასა, სადა იპოვოს სინანული – ცოდვის მიზეზი უძლურია იქ, სადაც სინანულია.
ნივთი ცოდვისა – ცოდვის მიზეზი.
დამშრეტელ არს ცრემლი ცეცხლსა მას ცოდვისასა – ცოდვის ცეცხლის ჩამქრობია ცრემლი (სინანულისა) დაშრეტა – ჩაქრობა.
  შესაძრწუნებელთა მათ
სატანჯველთა საუკუნეთა
და ვითხოვდეთ სახიერისაგან
სულთა ჩუენთა გამოსნასა, ძმანო.
    შესაძრწუნებელი – შესაშინებელი. შეძრწუნება – შეშინება.
სატანჯველი საუკუნე – მარადიული სატანჯველი.
სახიერი – კეთილის მოქმედი, ქველი, მოწყალე (იგულისხმება მაცხოვარი, ქრისტე ღმერთი).
  გიხაროდენ,
ქალწულო უბიწოო,
გიხაროდენ, მარიამ ღირსო,
გიხაროდენ,
სიქადულო ჩუენო,
    უბიწო – წმინდა, უცოდველი, უმანკო.

ღირსი – სათნო, წმინდა.

სიქადული – სიამაყე. სიქადულო ჩუენო – ჩვენო სიამაყევ.

  გიხაროდენ, სძალო უსძლოო,
გიხაროდენ, უხრწნელო დედაო
ქრისტეს მეუფისა ჩუენისაო!
    სძალი უსძლო – ეს შესიტყვება ყოველთვის გულისხმობს მხოლოდ ღვთისმშობელს. სძალი – „სძლად ქრისტესა ითქმის უბიწონი სულნი ქალწულთანი“ (საბა). [შენიშვნა: ქრისტიანული მოძღვრების შემსწავლელთა ნააზრევის მიხედვით, ღმერთის კავშირი მორწმუნეებთან ღვთაებრივ ქორწინებასთან ასოცირდება, რადგან უფალი – სიძე – გამორჩეულ წმინდანებს შემკულ სასძლოდ მიიჩნევს და დაივანებს მათში, ანუ აღსრულდება კავშირი უფალსა და ადამიანს შორის. მოხდება ღვთაებრივი შერწყმა – სულიერი ჯვრისწერა, ადამიანის შესვლა უფლის ქორწილში, როგორც წმინდა სძლისა. იგი უკავშირდება მათეს სახარების იგავს ათი ქალწულის შესახებ (25,1-13): ხუთმა ბრძენმა ქალწულმა ლამპრებისათვის მოიმარაგა ზეთი (ე.ი. მათ იღვაწეს სულიერი ამაღლებისთვის), ხუთმა სულელმა ქალწულმა არ იზრუნა ზეთზე (ე.ი. სიკეთეს არ ემსახურა), ქალწულებს მიეძინათ. შუაღამეს, როცა ქორწილის ჟამის მაუწყებელი ხმა გაისმა, ხუთი ბრძენი ქალწული მიეგება სიძეს (ქრისტეს) და ისინი ანთებული ლამპრებით შევიდნენ ქორწილში. სულელ ქალწულებს კი დაეხშოთ კარი. ისინი ღვთაებრივი ქორწინებისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. იგავის დასასრულს მაცხოვარმა მოწაფეებს მიმართა: „იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაი მოვიდეს“]. უსძლო – ქალწული; უხრწნელი – წაუმხდარი; „არცა ვნებული, არცა ბრძოლა-შესაძლებელი, არცა განსალეველი“ (საბა).უხრწნელი – წაუმხდარი; „არცა ვნებული, არცა ბრძოლა-შესაძლებელი, არცა განსალეველი“ (საბა).