იოანე მინჩხისაგალობელი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



  ნუმცა ვემსგავსებით, ჵ ძმანო,
ხეთა მათ ზამთრისათა უნაყოფოთა,
ფურცელ-დაცჳვნებულთა ბელეკონთა,
რაჲთა არაჲ მოვიღოთ ჩუენ პატიჟი იგი
უნაყოფოჲსა მის ლეღჳსაჲ,
რომელი წყევით განაჴმო ქრისტემან,
არამედ ნაყოფიერ ვიქმნნეთ!

ვითარცა-რაჲ საჭურველი
მფარველ ექმნის ჴორცთა ახოვნისათა
დღესა ბრძოლისასა მახჳლისაგან -
ეგრეთვე სცავს მარხვაჲ და ლოცვაჲ სულთა ჩუენთა
მახჳლთაგან უხილავთა
მტერთა მათ ბოროტთა უჩინოთაჲსა
და განაწონებს გულთა მათთა.

ვითარცა-რაჲ წყალმან ცეცხლი
მოტყინარე დაშრიტის მეყსეულად
და განაგრილის მჴურვალე მისი -
ეგრეთვე წყაროჲ ცრემლთაჲ დაშრეტს ცოდვისა ალსა
და განაგრილებს ყოველსა
სიცხესა ჴორცთა მჴურვალებისასა,
რომელნი ცრემლით ინანიან.

ვინმცა მოსცა თავსა ჩემსა
წყალი და თუალთა ჩემთა - წყაროჲ ცრემლთაჲ?
და ესრეთ ვტიროდემცა დღე და ღამე
ლმობიერად, გულსმოდგინედ წინაშე ღმრთისა,
ნუუკუე გან-მცა-ვიბანე
შეგინებული ესე გუამი ჩემი
და განვაბრწყინვე სული ჩემი.

დამიმონა მე ცოდვამან
და არღარა ძალ-მიც ყოფად კეთილისა,
რამეთუ თჳთ შევიპყარ თავი ჩემი,
ვითარცა ტრედი, მახესა მას მტერისასა.
გევედრები, ქრისტე მჴსნელო,
იჴსენ საბრჴეთა მისთაგან სული ჩემი
და განარინე სიკუდილისაგან.